“თავისუფალმა დემოკრატებმა” ვიქტორია ნულანდთან შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ თანამშრომლებზე ისაუბრეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 18, 2015 22:00

“თავისუფალმა დემოკრატებმა” ვიქტორია ნულანდთან შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ თანამშრომლებზე ისაუბრეს

"თავისუფალმა დემოკრატებმა" ვიქტორია ნულანდთან შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ თანამშრომლებზე ისაუბრეს“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ვიქტორია ნულანდთან შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროს ხუთი თანამდებობის პირის დაკავების საკითხზე ისაუბრეს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას.
“ვისაუბრეთ ორმხრივ საკითხებზე, რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებაზე და როდესაც შიდა პოლიტიკურ საკითხებზე გადავედით, განხილული იქნა უკანონოდ დაკავებული თავდაცვის სამინისტროს ხუთი პირის საკითხი. ეს საკითხი, როგორც აგვიხსნეს, მათ ყველა დონეზე დააყენეს. ისინი შეწუხებულები არიან, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები და თანამდებობის პირები ჯერ კიდევ იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში და გამოითქვა იმედი, რომ უახლოეს მომავალში ეს საკითხი დადებითად იქნება გადაწყვეტილი”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისივე განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობები აუცილებელია და ეს არ არის არც ერთი პარტიისა და თუნდაც ხელისუფლების მიერ შექმნილი ურთიერთობები.
“საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობა ნიშნავს, რომ ნაკლები შესაძლებობა ექნება ჩვენს მოწინააღმდეგეს, რუსეთს, რომ პოლიტიკურად არეულობა შემოიტანოს. ჩვენ სტაბილური მომავლისთვის გვჭირდება შეთანხმებული მოქმედება და არა ის მეთოდები, რომელსაც იყენებს ხელისუფლება პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერები სასტუმრო “თბილის მარიოტში” ვიქტორია ნულანდს შეხვდნენ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 18, 2015 22:00