“თავისუფალი საქართველოს” ინფორმაციით, ალექსანდრე შალამბერიძე და ბეჟან გუნავა დააკავეს

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა “თავისუფალი საქართველოს” ლიდერები ალექსანდრე შალამბერიძე და ბეჟან გუნავა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად “თავისუფალი საქართველო” ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბეჟან გუნავა და ალექსანდრე შალამბერიძე თანაგუნდელებთან ერთად ჭავჭავაძის გამზირზე კომპანია “სი-თი პარკის” მიერ ტროტუარების შემცირებას აპროტესტებდნენ.
აქციის დასასრულს ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და პარტიის ლიდერები დააკავა.

ვირუსის ბლოკატორები