თავისუფალი დემოკრატები: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პანორამა თბილისის მსგავსი გაუაზრებელი პროექტები არ განხორციელდეს

news
ავტ.: news ივლისი 21, 2015 15:49

თავისუფალი დემოკრატები: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პანორამა თბილისის მსგავსი გაუაზრებელი პროექტები არ განხორციელდეს

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პანორამა თბილისის მსგავსი გაუაზრებელი პროექტები არ განხორციელდეს,” – ეს განცხადება თავისუფალი დემოკრატების წევრმა დეპუტატმა ნინო გოგუაძემ არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ნინო გოგუაძე ფიქრობს, რომ პანორამა თბილისის მშენებლობის პროცესი უნდა შეჩერდეს.

“უნდა გვახსოვდეს, რომ სპეციალისტების და საზოგადოების ჩართულობის გარეშე ამ პროექტების განხორციელება არ შეიძლება. ეს ყველა ჩვენგანს ეხება. ვისაც გვიყვარს ეს ქალაქი ყველაფერი უნდა ვქნათ, რომ ასეთი გაუაზრებელი და გრანდიოზული პროექტები არ განხორციელდეს,” – აცხადებს ნინო გოგუაძე.

ყოფილი ევროინტეგრაციის მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი კი აცხადებს, რომ შესაძლებელია პარლამენტში პანორამა თბილისის მშენებლობის საკითხზე ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები დაიბარონ.

“ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლის დაბარება პარლამენტში არის შესაძლებელი, ამის შესახებ ჩვენ თავისუფალი დემოკრატები ვიმსჯელებთ მას შემდეგ რაც პარლამენტში სასესიო პროცესი დაიწყება,” – აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.

news
ავტ.: news ივლისი 21, 2015 15:49

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,108
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics