თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთში მიემგზავრება

news
ავტ.: news ივლისი 21, 2015 21:56

თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთში მიემგზავრება

მნიშვნელოვანი

  • ჩეხეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში თინა ხიდაშელი, ჩეხ კოლეგას მარტინ სტროპნიცკის, საგარეო საქმეთა მინისტრ ლუბომირ ზაორალეკს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდება.

სხვა სტატიები

ჩეხეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში თინა ხიდაშელი, ჩეხ კოლეგას მარტინ სტროპნიცკის, საგარეო საქმეთა მინისტრ ლუბომირ ზაორალეკს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდება.

ჩეხეთის რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტნაგ კაპანაძეც დაესწრებიან.

დაგეგმილია სპეციალური ტურიც, რომლის დროსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრები ჩეხეთის სამხედრო ინდუსტრიას გაეცნობიან.

თავდაცვის მინისტრი ჩეხეთის რესპუბლიკაში ხვალ გაემგზავრება.

news
ავტ.: news ივლისი 21, 2015 21:56

Google სტატისტიკა


4,731
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics