„ზურგზე მას ჰქონდა დუბინკის კვალი, დასიებული ქონდა ფეხები“…

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 2, 2015 14:04

„ზურგზე მას ჰქონდა დუბინკის კვალი, დასიებული ქონდა ფეხები“…

პაატა ზაქარეიშვილი – მტერი, გიგლა აგულაშვილი – მოყვარე და ბიუჯეტისთვის დაკარგული 1,5 მილიარდი ევრო„თაიმერი“ აგრძელებს ციხიდან გამოგზავნილი წერილების გამოქვეყნებას. ამ წერილების ავტორია, ექიმი, პატიმარი ჯიმშერ ჩაჩიბაია. ჯიმშერ ჩაჩიბაიას და მისი შვილის, ბავშვობიდან დიაბეტით დაავადებული, მეორე ჯგუფის ინვალიდის დაკავების ისტორიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ, დასაწყისისთვის კი ვიტყვით რომ მამა-შვილს 30 და 32 წლით პატიმრობა აქვთ მისჯილი და მიუხედავად იმისა, რომ მათი სისხლის სამართლის საქმე გაჯერებულია ყალბი „დოკუმენტებით“, ყალბი „მტკიცებულებებით“, დადასტურებულია მათი ცემისა და წამების ფაქტები და მიუხედავად იმისა, ისინი სამართალს დიდი ხანია (ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმის დროს) ითხოვენ, არსაიდან ხმა არ ისმის, თითქოს ეს ორი ადამიანი საერთოდ არ არსებობდეს.

„ეს წერილი, რომელსაც გიგზავნით და რომელსაც ახლა თქვენ კითხულობთ, ჩემი ერთ-ერთი ძველი ჩანაწერია, თუმცა თარიღს რა მნიშვნელობა აქვს, მე მოგიყვებით ფაქტებს და მკითხველმა თავად განსაჯოს…

არც თუ ისე დიდი ხნის წინ იყო როცა ჯალათი დირექტორების მუხაძის და ხუჭუას ბრძანებით ასევე ჯალათი ოფიცრები არ უწერდნენ ცნობებს ავადმყოფ პატიმრებს ექიმის მიღებაზე, სპეციალისტთან სამედიცინო კონსულტაციის მიღებაზე. N8 კონცლაგერის მთავარი ექიმი გია ადეიშვილი და თეთრ ხალათებში გამოწყობილი სადისტი ექიმები არ უწევდნენ ავადმყოფებს ჰოსპიტალიზაციას, მანამ ვიდრე მათი მდგომარეობა არ მიაღწევდა კრიტიკულს. ოფიცრები არ აძლევდნენ ავადმყოფებს ანალგინის აბსაც კი. გულით ავადმყოფებს ჯალათები ეუბნებდნენ უარს ვალიდოლის მიცემაზე, ეუბნებოდნენ ეყიდათ პიტნის კამფეტი. პირადად ჩემთვის არა ერთხელ უთქვამთ უარი ვალიდოლზე, გულის არითმიით დაავადებულ დიაბეტიკ ნოდარ ავალეიშვილს ჯალათი დათო (ზედმეტ სახელად „პალიჩი“) ხელებით თავზედადებულს აეკეთებინებდა ბუქნებს და ეუბნებოდა, რომ ის არის სიმულიანტი. 62 წლის დიაბეტიკს დუმბაძეს, რომელიც დაბრმავდა ციხეში მთავარი ექიმი ადეიშვილი არ უკეთებდა თვალების ოპერაციას, ეუბნებოდა არ არის სახსრები.  ბრმა ნ. დუმბაძეს დღემდე არ გაუკეთეს თვალის ოპერაცია, როგორც ჩანს ქალბატონმა ლანდიამ დღემდე ვერ გამონახა სახსრები. პირადად მე, ჯიმშერ ჩაჩიბაიამ 4 თვე გავატარე  საკანში ღია ფორმის ტუბერკულიოზით დაავადებულ თემურ გახარიასთან.

 

30 წლის ახალგაზრდა 2 თვე უჩიოდა სისუსტეს, წონის დაკარგვას, მაღალ ოფლიანობას. მხოლოდ ჯანმრთელობის  ძლიერი გაუარესების შემდეგ გახარია გადაიყვანეს საერთო საკნიდან. ის უკვე 3 წელი არის ტუბ. ზონაზე. 3 თვე ვიჯექი ტუბერკულიოზით დაავადებულ ოქროპირიძესთან, რომელიც იხრჩობოდა ხველებისაგან. მას ჰქონდა ამოკვეთილი ფილტვის ნაწილი. 4 თვე გავატარე საკანში ფსიქიურად დაავადებულ ზურა გოჩაშვილთან, რომელსაც ჰქონდა ჰალუცინაციები, უნებლიე შარდვა ძილის დროს. ჯალათ-ოფიცრებმა მას წაართვეს მატრასი, ბალიში, არ აძლევდნენ საბანის დახურვის უფლებას, ეძინა რკინის ნარებზე, რადგან შარდავდა ლოგინში. საკანში იდგა ისეთი აუტანელი სუნი, რომ ჯალათები ჩხრეკვის და „პროვერკის“ დროს არც კი შემოდიოდნენ საკანში. ციხის დირექტორი მემუქრებოდა მე და ჩემს თანასაკნელებს, რომ  თუ არ მოვუვლიდით და დავალაგებდით ფსიქიურად დაავადებულს ადგილს (საკანს),  ყველას გვცემდნენ. სადისტი ექიმები აძლევდნენ ზ. გოგაშვილს გაურკვეველ ფსიქოტროპულ პრეპარატებს, რომლის მიღების შემდეგ მისი მდგომარეობა გაუარესდა, ის დაემსგავსა „მცენარეულს“  უშვებდა დორბლებს. ჰოლანდიიდან ეტაპირებულ ვეზუშა ბიწაძეს ნარკტიკული ე.წ. „ლომკა“ რაიმე პრეპარატების გარეშე გადაატანინეს. მას არ აძლევდნენ ანალგეტიკებს, არ დააყენეს „მეტადონის“ პროგრამაზე, თუმცა ჰოლანდიაში ის ღებულობდა ამ პრეპარატს. მიუხედავად იმისა, რომ ვ. ბიწაძე  ახველებდა თითისოდენა სისხლის ნახველს, ექიმებმა არც კი გაუკეთეს გამოკვლევა და განაცხადეს, რომ ის არის ჯანმრთელი.

„ზურგზე მას ჰქონდა დუბინკის კვალი, დასიებული ქონდა ფეხები“...

გათავისუფლებული ბიწაძე აღმოჩნდა დაავადებული ტუბერკულიოზის ღია ფორმით, რომელიც მას დაეწყო ციხეში, ის არის ბედნიერი, რომ ცოცხალმა გამოასწრო მკვლელებს. 52 წლის ოქროპირიძეს არ აძლევდნენ ანალგეტიკებს, სახსრების საშინელი ტკივილებისაგან  ღმუოდა ღამეობით. დიაბეტით დაავადებულ ნარკომან რამაზ ამიროვს 2 დღე არ აძლევდნენ ევროპული სასამართლოს ადამიანის უფლებათა დაცვის მიერ დანიშნულ „მეტადონს“, რადგან ექიმ-ნარკოლოგს ეზარებოდა მისულიყო უქმ დღეებში. საერთო საკნებში მყოფ 60% პატიმრებს ჰქონდათ ჰეპატიტი!! საერთო საკნებში იყვნენ შიდსით დაავადებული პატიმრები!! პრაქტიკულად ყველა პატიმარი იყო და დღესაც არის დაავადებული სოკოს დაავადებებით, ლიკაით, სხვადასხვა კანის დაავადებებით. დიაბეტიკ დავით ყოლბაიას ჯალათი რამაზ პავლიაშვილი ემუქრებოდა ამოუგდებდა ავადმყოფ კბილს მუშტით, თუ ის არ შეწყვეტდა სტომატოლოგთან ვიზითის თხოვნას. ყოლბაია იძულებული იყო ამოეღო დაპლომბილი კბილიდან დარიშხანი ასანთით. კოლბაიამ 2 წლის განმავლობაში დაკარგა 6 კბილი. დიაბეტური რეტინოპათიის გამო ყოლბაია დაბრმავდა ცალი თვალით. ოკულისტი არც კი მობრძანდა.

 

ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ პატიმარ ელიზბარაშვილს ორჯერ გაუკეთეს ოფტალმოლოგის კონსულტაცია, დაუსვეს დიაგნოზი დიაბეტური რეტინოპატია, თუმცა დღემდე არავითარი მკურნალობა არ ჩაუტარეს. როგორც ადრე ისევე დღესაც ფსევდო-დემოკრატების ხელში არ მკურნალობენ დიაბეტით დაავადებულ პატიმრებს უვიცი ენდოკრინოლოგები, ქაღალდზე უნიშნავენ პატიმრებს სახლიდან მიტანილ ინსულინს.  როგორც ადრე, ისევე დღესაც დიაბეტიკები თავისი ხარჯით ყიდულობენ ტესტ-ჩხირებს გლუკომეტრისთვის, ვიტამინებს. წამლებს, ხოლო იმ 600$, რომელსაც ვითომ მათ გამოუყვეს სამკურნალოდ, როგორც ყველამ იცის იპარავენ. 3 წლის განმავლობაში ჯ. ელიზბარაშვილს არც ერთხელ ჩაუტარეს სტომატოლოგის კონსულტაცია, სადისტების ხელში მან დაკარგა 5 კბილი. პატიმრებს არ  უზომავდნენ წნევას, თუკი უზომავდნენ, უმალავდნენ შედეგს. როგორც მე ჩემი წნევის აპარატი მაქვს და ამიტომ შევძელი დამედგინა, რომ  დღეს ციხეებში სადისტი-ექიმები ხმარობენ წნევის აპარატებს, რომლებიც აჩვენებენ ნაკლებ წნევას. 2011 წ. სამჯერ გადავიტანე მწვავე ბრონქიტი, მხოლოდ ერთხელ ისიც ჩხუბით შევძლი ანტიბიოტიკებისთვის და ყურის  ანთებისთვის წვეთების წაღლეტვა ექიმებისათვის. იმის გამო, რომ თანაკლასელს ვ. კოჩუაშვილს არ აძლევდნენ წამლებს და მას ეწყებოდა პნევმონია მე მას ვაძლევდი ჩემს  წამლებს. სადისტი ექიმი ამ დროს ურჩევდა ავადმყოფს ცხელი ჩაის დალევას. მე პირადად ექიმები და ექთნები მპარავდნენ ჩემი ხარჯით ნაყიდ ვიტამინებს და გულის საშუალებებს. სადისტი ექიმი იმისათვის, რომ არ გამოეწერა ვიტამინები, რომლებსაც ვყიდულობდი „მასულელებდა“ (30 წლის სტაჟიანი ექიმს), რომ ვიტამინები გამოიწვევდა  სახსრების ტკივილებს. ელიზბარაშვილს წამლავდნენ – აძლევდნენ წამლებს, რომლებიც იყო დანიშნული სრულიად სხვა ავადმყოფებისათვის. იმისათვის, რომ ჩვენთვის მოექციათ ყურადღება ახლობლებმა გადასცეს ფულადი თანხა თაღლით ექიმს ლევან სულაქველიძეს. თაღლითი ერთხელაც კი არ მოსულა… ბოლო დროს ყველა მხრიდან ისმის ე.წ. „კოჰაბიტაცია“, მაგრამ ცოტამ იცის, რომ ეს არის ფაშისტურ საფრანგეთში კარგად ცნობილი „კოლაბორაციონიზმი“. დიდი ხანის დავიწყებულიმა სიტყვამ „მე-5 კოლონა“, დღეს ამოყო თავი. კოლაბორაციონიზმი დღეს სჭირდება დღეს მმართველ ხელისუფლებას, რადგან ყველა ნაციონალური პარტიის ფუნქციონერი, პროკურორი, მოსამართლე, პოლიციელი არის თავის ადგილზე ან დააწინაურეს. გამყიდველი ე.წ. „პოლიტიკოსები“ რწყილებივით დახტიან ერთი პარტიიდან მეორეში, იცვლიან მასკებს, „გვაბოლებენ“ ძველ ლოზუნგებს ახალ „უპაკოვკაში“.  ამ მხრივ არ არის გამონაკლისი სასჯელაღსრულების სამინისტრო, რომელიც დღეს ფარისევლურად აცხადებს გამჭვირვალობას და ლაპარაკობს ადამიანურ სახეზე. სამინისტრო საზეიმოდ აცხადებს 50% თანამშრომლების შეცვლაზე, რაც სრულიად არ შეესაბამება სიმართლეს. 30.05.2013წ. ჩვენ იმის გამო, რომ არ ვეხატებოდით სამინისტროს ხელმძღვანელებს, განმეორებით მოგვათრიეს N8 გლდანის კონცლაგერში, სადაც ჩვენ შეგვხვდნენ მხიარული, ცოტათი დაბერებული ნაცნობი სახეები, რომლებმაც დაიწყეს საყვედურები, რომ მათ მოუხსნეს პრემიები.

„ზურგზე მას ჰქონდა დუბინკის კვალი, დასიებული ქონდა ფეხები“...

ყველა არ ჩადიოდა დანაშაულს, მაგრამ არსებობს ისეთი სისხლის სამართლის დანაშაული, როგორიც დანაშაულის შეუტყობინებლობაა. დღევანდელ საქართველოში შეუძლებელია არათუ ღირსეული სამუშაოს მოძებნა, ნებისმიერი სამუშაოს მოძებნა არის ძნელი…  ჩვენ პირველად მოგვიყვანეს გლდანის N8 კონცლაგერში 1.10.2010წ. სადაც დღესაც ფასადზე უნდა იყოს წარწერა – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში. ორმა მხიარულმა ახალგაზრდა ჯალათმა გინებით და შეურაცხყოფით გადაგვიღეს სურათები, გაგვიკეთეს დაქტილოსკოპია, რის შემდეგ მოგვდგა ე.წ. „მძიმე არტილერია“  – ცნობილი ჯალათი მაიორი ალექსანდრე ჯოლია (ოპერატიული მორიგე-ინსპექტორის თანაშემწე) და მისი „შესტიორკები“ კონტროლიორები დ. გუგუშვილი და დ. ნუცუბიძე.  ჩვენ დაგვჭირდა თითქმის 2,5 წელი მათ დასადგენად. ამაში აქტიურად გვეწინააღმდეგებოდნენ ყოფილი დირექტორი გოჩა კასრაძე და მოადგილე რეჟიმის დარგში ზურაბ მოდებაძე. გამოგონილი მიზეზების გამო მათი სამუშაო ადგილი გვიმალავდნენ, რისი დასტურიცაა სამინისტროს ადამიანთა რესურსების მართვის სამმართველოს უფროსს ეთერ ბახტაძეს და ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსის მოადგილეს გიორი ღიბსაძეს წერილები. ჯოლიამ და მისმა ბანდამ ჩამოგვართვა ძვირფასი ქურთუკები, ქამრები და მიითვისეს, რაზეც 02.007.13 არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე N073010713004, ამაზე შეგვატყობინა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელმა მარია ცხადაიამ, თუმცა ჩვენ დღესაც არ ვართ ცნობილი დაზარალებულებად. ყველა პატიმარს ქურდი ოფიცერი და კონტროლიორები ათმევდნენ ზედა ტანსაცმელს (ქურთუკებს, პიჯაკებს, პალტოს, პლაშებს), ხსნიდნენ ქამრებს, აშიშვლებდნენ თუ ეცვათ სამხედრო ფორმა, ბათინკები. აღნიშნულ დროს N8 კონცლაგერში შედიოდა კვირაში 300-350 პატიმარი ანუ ქურდებმა მოიპარეს მიახლოებით 22-23  ათასი ზედა ტანსაცმელი და ორჯერ მეტი ქამარი, ხოლო რამდენი ფეხსაცმელი არავინ იცის. თუ ჯალათს მოსწონდა ფეხსაცმელი ის ახდევინებდა პატიმარს და ართმევდა მას. ბუზიაშვილი რამაზი ფეხშველა, უმაიკოდ, მოიყვანეს საკანში რადგან მას წაართვეს სამხედრო ფორმა. ზურგზე მას ჰქონდა დუბინკის კვალი, დასიებული ქონდა ფეხები. დავით ყოლბაიამ აჩუქა თავისი ფეხსაცმელი.  რა თქმა უნდა აღნიშნული ტანსაცმელი არავის გადაუგდია ნაგვის ყუთში. სად მიდიოდა ამდენი  ტანსაცმელი იცის მხოლოდ დავით ჭკაკუამ, მუხაძემ, ხუჭუამ. ჩხრეკის შემდეგ ჩვენ მოვხვდით ჯალათი-ექიმის ფტიზიატრის გელა ბესელიას ხელში. მიუხედავად წამების, დაღრჩობის, ცემის, სიგასრეტის მიწვის კვალებისა, ჯალათმა ჩაწერა გარეგნული დათვალიერების ცნობაში, რომ ჩვენ „არ გაგვაჩნია გარეგნული დაზიანებები“. ჩვენ მივმართეთ სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ჯალათის დისციპლინარული დევნის დაწყბაზე, ხოლო მთავარ პროკურატურას სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე, მაგამ უშედეგოდ. ჯალათი დღესაც მუშაობს და დასისხლიანებული ხელით უწერს პატიმრებს ცნობებს, რომ მათ „დაზიანებები არ აღენიშნებათ“. ამის შემდეგ მე, ჯიმშერ ჩაჩიბაია, მომათავსეს „კარანტინში“, სადაც 15 კვადრატული მეტრის საკანში სამ ორსართულიან ნარებზე (6 საწოლი ადგილი) იყო და ვიყავით 30 პატიმარი.  პატიმრებს ეძინათ რიგ-რიგობით  „ვალეტათ“, პირდაპირ რკინაზე 1-2 საათი. ნაწილ პატიმრებს ეძინათ ბეტონის იატაკზე, ნარების ქვეშ, ზოგს მაგიდასთან ანუ ყველგან, სადაც კი შეიძლებოდა. პატარა ფანჯრიდან არ შემოდიოდა ჰაერი, არ იყო ვენტილაცია, კონდიციონერი (თუმცა ადმინისტრაციას უდგას კონდიციონერები), ნაორთქლებისაგან ეკედლები იყო სველი. საკნები დღესაც იგივე მდგომარეობაშია!! გათბობისთვის იატაკზე გადის 10 სმ დიამეტრის მილი, 3 მეტრის სიგრძის. არ იძლეოდნენ ტუალეტის ქაღალდს, შემოაგდებდნენ გაზეთის ორიოდე ფურცელს, პირსახოცს, კოვზებს, ჩანგლებს. 30 პატიმარზე იძლეოდნენ 1 სარეცხ საპონს. 30 პატიმარზე იყო 5 ძველიპლასტმასის ჭიქა და პატიმრები რიგ-რიგობით ჭამდნენ ხელით. პატიმრებს აძლევდნენ არასაკმარის, უვარგის საკვებს, მხოლოდ 10 პურს 30 პატიმარზე. „გლაზოკში“ შემოხედვისას პატიმრებს აიძულებდნენ დამდგარიყვნენ რიგში, ზურგით კარებთან. კარანტინს იყენებდნენ პატიმრების არაკანონიერი დასჯისთვის , რადგან იქ მოხვედრა იყო საშინელი, ვიდრე კარცერი. ბრალდებულის მოთავსება კარცერში შეიძლება 10 დღით, ხოლო მსჯავრდებულის 20 დღით, ხოლო კარანტინში შეიძლებოდა პატიმრის მოთავსება დასჯის გაფორმების გარეშე. ხშირად პატიმარი ჩაყავათ კარცერში, შემდეგ გადაყავდათ კარანტინში და ისევ აბრუნებდნენ კარცერში  და ასე აყურყუტებდნენ რეჟიმის მსხვერპლს კარცერში რამდენიც უნდოდათ. მეგობართან გამოლაპარაკების გამო ადვოკატების მოცდის ოთახში პატიმარი გელა გელაშვილი არაკანონიერად გააქანს კარანტინში. არაკანონიერად  მმოათავსეს კარანტინში ავადმყოფი დიაბტიკი ცეზარი, გვარი არ მახსენდება. ოფიცერი ლ. პეშკენაძის სიტყვბით ჩემი თანასაკნელი ფსიქიკურად დაავადებული პატიმარი ჩაიყვანეს კარანტინში ე.წ ფუქსში, მიაბეს ხელბორკილებით გისოსებზე და ასე ჰყავდათ რამდენიმე დღე. ერთ-ერთი პატიმრის მოწმობით კრიმინალური ავტორიტეტი „რ…“ მიაბეს ხელბორკილებით გისოსებზე, ჩაუდეს პირში ე.წ. „კლიაპი“, ჩააცვეს თავზე მასკა, და დპნკ-ას და კარანტინის ჯალათები აქრობდნენ მასზე სიგარეტებს. ერთ-ერთი კარგად ცნობილი დღეს საქართველოში დ.პ.ნ.კ.-ას ოფიცერი კარანტინში „აფრთხილებდა“ პატიმრებს, რომ თუ არ შეასრულებენ ნებისმიერ ბრძანებას, ისინი აუცილებლად დავარდებოდნენ ე.წ. „შკონკიდან“ მე-2 სართულიდან და „მოიტეხავენ კისერს“. მკურნალობის გარეშე გაატარეს 3 დღე კარანტინში გელა გოგიჩაიშვილმა და ინსულტგადატანილმა ნესტორ ჩხატარაშვილმა, მათი მკურნალი ექიმი იყო ჯალათი ჩიჩუა (კონტროლიორი). იგორ ტრეგლაზოვს, რომელიც იყო სასტიკად ნაცემი ჯალათი რეჟიმის უფროსის ოლეგ ფაცაციას მიერ ციხეში დამართეს დიაბეტი. მან გაატარა კარანტინში 14 დღე. სისხლის სამართლის საქმე დღესაც არ არის აღძრული. წამების, ცემის, არაადამიანური მოპყრობის გამო დაავადდნენ ინსულინდამოკიდებული ტიპის დიაბეტით ავთანდილ დავითაშვილი, სერგეი კასპაროვი, რომელიც აგრეთვე დაავადდა ტუბერკულიოზით. არაადამიანურ პირობებში კარანტინში გაატარა 25 დღე ნიკოლოზ ალბენაშვილმა, 19 დღე თეიმურაზ თვალაძემ, 20 დღე ვალერი კოჩუაშვილმა, 22 დღე ირაკლი მაისურაძემ, რომელსაც ეს დრეები ეძინა იატაკზე, 7 დრე შალვა ნამორაძემ, 15 დღე ვადიმ პოკლონოვმა. როგორც 2010 წელს ისე დღესაც კარანტინში მუშაობს დამსახურებული ჯალათი თენგიზ ჩიჩუა, პატიმრებს ახსოვთ ის ჯერ კიდევ „გუბერნსკიდან“. ჩიჩუა აყენებდა შეურაცხყოფას, აგინებდა, გაყავდა საცემრად პატიმრები. ჩიჩუას შეურაცხყოფების შემდეგ ერთ პატიმარს უნდოდა თავის ჩამოხრჩობა. გაუმაძღარი ჯალათი ტაქსაობდა გლდანის მეტროდან და ალბათ მსურველებს შეუძლიათ მისი იქ ნახვა და შეფურთხება. დღეს ჯალათი ღვრის „ნიანგის“ ცრემლებს, ითხოვს ადამანურ მოპყრობას და იძახის, რომ ის ძალით მოათრიეს სამუშაოდ.

„ზურგზე მას ჰქონდა დუბინკის კვალი, დასიებული ქონდა ფეხები“...

 

პატიმრებს, რომელთაც პროკურატურამ აიძულა მუქარით, მოტყუებით, დაშინებით გადაეხადათ ათასობით და ასობით ათასიანი გამოსასყიდი თანხები ათავისუფლებდნენ პირდაპირ კარანტინიდან. ჩვენ ვნახეთ პატიმრები, რომელთაც სთხოვდნენ 200 000 ლარს მათთვის ამოღებულ მარიხუანისთვის. ხანგრძლივი ვაჭრობის შემდეგ, როგორც ბაზარში, მშობლებმა 100 000 ლარად გამოისყიდეს შვილი. ადვოკატთან  შეხვედრის დროს პატიმარი მომიყვა ადვოკატს, რომ მას სთხოვდნენ 100 000 ლარს, რის შემდეგ 15 წლის მაგიერ მიუსჯიდნენ 10 წელს, ანუ მიდიოდა გამწარებული ვაჭრობა, ასეთი მაგალითების მოყვანა შეიძლება ათასობით, ხოლო ვაჭრობის აქტიური მონაწილეები დღესაც მუშაობენ მთავარ პროკურატურაში ბესო თხელიძე, ფრანკ ანკოსი, თენგიზ ხარებავა, დავით კოჭლამაზაშვილი და სხვები. მაგალითები კიდევ გნებავთ? კი, ბატონო: 17.10.2010წ. ღამის საათებში 22:00 საათის შემდეგ იყო დაშლილი  კარანტინი. პატიმრები ცალ-ცალკე გაყავდათ საკნიდან, დერეფნის ბოლოში მაგიდასთან იჯდა და ხელმძღვანელობდა ცემას დირექტორი ალექსანდრე მუხაძე, პატიმრებს უკითხავდნენ ბრალდებას, რის შემდეგ მუხაძე და  ფაცაცია უნიშნავდნენ ცემის დონეს. პატიმარს უშვებდნენ კორიდორში. დაუნდობლად სცემდნენ ნასამართლებ პატიმრებს, აქცევდნენ იატაკზე და ურტყამდნენ წიხლებს. ჩემს თვალწინ ისე სცემეს პატიმარს, რომ მას არ შეეძლო სუნთქვა, დაუზიანეს შიდა ორგანოები ღვიძლი, მიაწვეს სიგარეტი ზურგზე. მხეცურად სცემეს 20 წლის ნიკა ალბენაშვილი, ირაკლი მაისურაძე, ავთანდილ მაისურაძე, იგორ ტრეგლაზოვი, 56 წლის ვეზუშა ბიწაძე, რომელიც იწონიდა 40 კგ, და იყო დაავადებული მთელი რიგი ქრონიკული დაავადებებით.  მხეცურად ნაცემ თემურ გახარიას ციხეში გაეხსნა ტუბერკულიოზი. ის დღესაც ტუბზონაში არის. თეიმურაზ თვალაძეს ერთი თვე არ შეეძლო წოლა დაზიანებულ მხარეზე და გაბზარული ნეკნის გამო ესუნთქა. გამომძიებელმა მუქარით აიძულა დაეწერა, რომ ჩამოვარდა „ნარებიდან“. მას არ გაუწიეს არანაირი სამედიცინო დახმარება. აბდულა სეიდოვი სცემეს რკინის დუბინკით და მოაწერინეს ხელი ვითომ არავის უცემია. იატაკზე წაქცეულ ვალერი კოჩუაშვილს ურტყეს წიხლები. მას კიდევ დიდხანს აღენიშნებოდა ბათინკების კვალი ზურგზე  და სისხლის ჩაქცევა თვალებში. კარანტინის დაშლის დროს ჯალათები როგორც წესი იყვნენ გათხლეშილი მთვრალები!!! ერთგულების დასამტკიცებლად ახალბედა ჯალათებს აცემინებდნენ პატიმრებს, რასაც ისინი აკეთებდნენ დიდი სიამობნებით, შემდეგ კი ჯალათი ფტიზიატრი გელა ბესელია უწერდა, რომ „დაზიანებეი არ აღენიშნებოდათ“. ბავშვობიდან ინვალიდი, დაავადებული დიაბეტით, ჯ. ელიზბარაშვილი 12 საათი ჰყავდათ გამომწყვდეული კარანტინის საკანში, ე.წ. „ფუქსში“, სადაც იყო მხოლოდ 10 დასაჯდომი ადგილი, სკამები იყო მიმაგრებული კედლებთან. დღის ბოლოს საკანში შეგროვდა 20 პატიმარი, მათ შორის აორტოკორონალური შუნტირებით აბესაძე. დანაშაულის დაფარვის მიზნით აღწერილ დროს მომუშავე დ პ ნ კ – აზე  კონცლაგერის დირექტოის მოადგილემ რეჟიმის დარგში ზურაბ მოდებაძემ და ციხის ყოფილმა დირექტორმა გოჩა კასრაძემ მოგვწერეს, რომ ვითომ 17.010.2013 კარანტინის დაშლა მოხდა დღის საათებში და შეუძლებელი იყო იმ დღეს მომუშავე ჯალათების დადგენა. მოდებაძე თავხედურად ტყუის. 19.09.2013წ., როდესაც იყო გაგდებული მთავარი ჯალათები კარანტინს შლიდნენ ღამის საათებში, ე.წ. „ოტბოის“ შემდეგ, 22:00 შემდეგ, როდესაც როდესაც საკნებში აიძულებდნენ ჩაექროთ სინათლე. ეს  კეთდებოდა იმისათვის, რომ არავის ენახა რა სასტიკად ნაცემი, დასისხლიანებული ამოყავდათ ჯალათების მსხვერპლები. მოდებაძე კი დღეს ამას უმალავს საზოგადოებას. ყველა საერთაშორისო ნორმების და რეკომენდაციების დარღვევით N8 დაწესებულებაში ერთ საკანში იყვნენ მოთავსებული უკვე გასამართლებული და ბრალდებულები, პირველად ნასამართლები და რეციდივისტები. მარგინალი-პარაზიტები ართმევდნენ ბებერ, სუსტ, ახალბედა პატიმრებს საჭმელს, ფულს, თეთრეულს, ანუ ყველაფერს რისი „შეწერვაც“ კი შეიძლება. ადმინისტრაცია შეგნებულად სვამდა ერთ საკანში მათთვის მისაღებ პატიმარს, რომელიც ამყარებდა საკანში საჭირო „პალაჟენიას“.მომჩივანს ჯერ გაიყვანდნენ აბანოში, სადაც სცემდნენ, ხოლო შემდეგ დააბრუნებდნენ უკან საკანში, სადაც მასზე ახორციელებდა ზეწოლას თვითმარქვია „კრიმინალური ავტორიტეტი“, სინამდვილეში აგენტი ადმინისტრაციის. ასეთი მდგომარეობა დღესაც გრძელდება!! ისმის ჩხუბის ხმა, ყვირილი. ასეთი წრიდან არასასურველ პატიმარს არ აქვს გამოსავალი. ის ან უნდა დანებდეს ან მას მოკლავენ. პატიმრებს სცემდნენ ყოველ დღე პირდაპირ საკნებში ან გაყავდათ აბანოში. ყველანაირი წინააღმდეგობის მცდელობის ჩახშობის მიზნით ოფიცრები და კონტროლიორები ეპყრობოდნენ მათ დამამცირებლად, არაადამიანურად. მამისტოლა პატიმრებს ნაძირალები უყვიროდნენ „ბიჭო“, აგინებდნენ და ემუქრებოდნენ ხერხემლის პროჭ…დან ამოღებას“.

„ზურგზე მას ჰქონდა დუბინკის კვალი, დასიებული ქონდა ფეხები“...პატიმრებს აიძულებდნენ ჩურჩულით ლაპარაკს. ვითომ ხმაურიანი ლაპარაკისთვის ვახო გუგუციძემ შეყარა პატიმრები ვალერი კოჩუაშვილი, ლევან ლაჩაშვილი, ჯაბა ბოკერია ტუალეტში, რომელიც არის 1,5X1,5 მეტრი, გამოურთო სინათლე და 6 საათი აყურყუტა სადილის გარეშე, სხვა პატიმრებს კი ამ დროს არ უშვებდა ტუალეტში. ვახო გუგუციძე აიძულებდა პატიმრებს გაეღოთ პირი და ემუქრებოდა პირში ჩაფურთხებით. იმის გამო, რომ ვასო ბუჯიაშვილი და ვეფხო ძიგრაშვილი 24.008.2011წ. შახმატის თამაშის დროს, ფიგურების განთავსებისას ვითომ ხმაურობდნენ ვ. გუგუციძემ გაუშვა ისინი კარცერში.  ჩვენ საკანში გვესმოდა როგორ სცემდნენ მათ აბანოში. საკნიდან ნებისმიერ გასვლისას: პაიმანძე, ექიმთან, ადვოკატთან, აბანოში, სატელეფონო საუბრისას, ე.წ. „პროვერკაზე“, სასამართლოზე პატიმრებს აიძულებდნენ გადაადგილებას სირბილით, თავჩაღუნული. წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ ცემით, ფეხების „დანგრევით“, აგინებდნენ. ე.წ. „პროგულკაზე“ ასვლისას მე-4 სართულზე პატიმრებს აიძულებდნენ ჯიხვებივით ხტუნვას კიბეებზე, ურტყავდნენ პანჩურებს. ჩვენ შევძელით დაგვედგინა რომ ვახო გუგუციძე არის საბერძნეთში, როგორც ამბობენ მან „ჩაუშვა“ თავისი კოლეგები-ჯალათები, რის გამო მისი ახლობლების სიტყვებით სადისტი დღესაც არის სამინისტროს კადრების განკარგულებაში, ღებულობს შესანიშნავ ანაზღაურებას და ელოდება როდის ჩაწყნარდება ყველაერი, რომ დაბრუნდეს და ჩაუდგეს სათავეში რომელიმე ციხეს. იმის გამო, რომ 25 წლის ნაძირალას ოფიცერ გიორგი კვარაცხელიას, რომელიც როგორც ამბობენ არის ჯალათის რეჟიმის უფროსის ოლეგ ფაცაციას ნათესავი, ანუ არის გენეტიკური ჯალათი, არ მოეწონა თუ როგორ 52 წლის ტუბერკულიოზით დაავადებულმა ოქროპირიძემ დაალაგა ლოგინი, შეაყოფინა პატიმარს თავი ტუმბოჩკაში და ურტყა მისი კარი თავში. როგორც ამბობენ დღეისათვის გიორგი კვარაცხელია არის გასამართლებული 9 წლის თავისუფლების აღკვეთით, მაგრამ ჩვენ სრულიად არ გაგვიკვირდება თუ ის გადამალეს სადმე ციხეში  და ის ისევ მუშაობს – იყენებს თავის სადისტურ ტალანტებს. ყველა ოფიცერს ჰქონდა თავისი საყვარელი მეთოდები ე.წ. „პოლოჟენიას“ მოყვანის: პეშკენაძეს საღამოს „პროვერკის“ შემდეგ მიყავდა მსხვერპლი ცალკე საკანში და სცემდა. პატიმარი ვ. ზაკაიძე სასტიკად სცემეს თანასაკნელების თვალწინ მხოლოდ იმის გამო, რომ არცოდნის გამო დაკეტა რკინის კარი. აბანოში და საკნებში პატიმრებს სცემდნენ იმის გამო, რომ იქ არ იყო კამერა. განსაკუთრებული სადიზმით  С-3 კორპუსზე გამოირჩეოდნენ კნტროლიორები გიორგი კოპაძე მეტსახელად „მკვლელა“, რაინდი, ჯაბა, С-1 კორპუსზე კონტროლიორები თემური, გოგა, რომლებიც მორიგეობის დროს დაძვრებოდნენ დერეფანში, უსმენდნენ კარებებთან, უთვალთვალებდნენ „გლაზოკში“, იმუქრებოდნენ, იგინებოდნენ, აბრალებდნენ პატიმრებს რეჟიმის დარღვევას, იძახებდნენ ზონდერბრიგადებს ჯალათებს და სადისტებს, რომლებიც სიამოვნებით სცემდნენ პატიმრებს. „ფანჯრებში“ ჩანდა და ისმოდა ხმა თუ როგორ სცემდნენ ჯალათები და  აიძულებდნენ პატიმრებს შემძვრალიყვნენ „ნარების“ ქვეშ, დილამდე დამდგარიყვნენ მუხლებზე. 27.10.2010წ. ვითომ ხმაურისთვის N86 საკანში ოფიცერმა ლევანმა გამოიძახა ჯალათების ზონდერბრიგადა, რომლებმაც სცემეს მთელი საკანი, მათ შორის მეც. 2010წ. ნოემბრის ღამეს С – 1 კორპუსზე გაისმა ცემის ხმა, ყვირილი – სცემდნენ სცემდნენ პატიმრებს. საწინააღმდეგო კორპუსის „А“ პატიმრები მიცვივდნენ ფანჯრებთან, ენახათ რაში იყო საქმე. „კრიშაზე“ მყოფმა ოფიცრებმა შეამტვრიეს საკნები, რომლებშიც ღამე განათებულ საკნებში კარგად ჩანდნენ სილუეტები, რის შემდეგ ზონდერბრიგადამ დაიწყო ამ საკნების პატიმრების ცემა. N86 საკანში შემოვარდა მიახლოებით 20 ჯალათი, რომლებიც იმის გამო, რომ მათთვის არ ჩანდა ცემა-ტყეპა მიძვრებოდნენ მაგიდაზე და სკამებზე. პატიმრები მანუკიანი, ვ. კოჩუაშვილი, მ. სულეიმანოვი, კოტე (გვარი არ მახსოვს) წააქციეს იატაკზე, სცემდნენ ფეხებით. ეგზეკუციას ხელმძღვანელობდა რეჟიმის უფროსი ოლეგ ფაცაცია და მისი „მარჯვენა ხელი“ მალხაზ ღვინიაშვილი მეტსახელად „ქოსა“. ღვინიაშვილი მირტყამდა მუშტებს თავში. ამის შემდეგ ჯალათები გადავიდნენ საცემრად А – 3 კრპუსის სხვა საკნებში, შემდეგ კი  C- 2 კორპუსზე. მუხაძის დირექტორობის დროს ასეთი შემოვლები კეთდებოდა ყოველ კვირას. როგორც დღეს ცნობილია მ. ღვინიაშვილი, რომელიც აწამებდა, სიკვდილამდე სცემდა, ცოცხებით აუპატიურებდა პატიმრებს არ არის დაკავებული, მას არავაინ ეძებს, ამბობენ ის წყნარად ცხოვრობს რუისში. ღვინიაშვილი ყველა მიზეზით და უმიზეზოდ სცემდა პატიმრებს. მხოლოდ იმისათვის, რომ იყო ცუდად გარეცხილი ჭურჭელი მან სცემა ყველა პატიმარი 157 საკნის С – 1, სადაც იყვნენ მოთავსებული დიაბეტიკები. ურტყა მუშტები თავში ჯ. ელიზბარაშვილს. ჯალათები ციხეებში მუშაობენ ოჯახებით. თავის სადისტის მოღვაწეობა ჯალათმა რამაზ პავლიაშვილმა დაიწყო რესპუბლიკურ საავადმყოფოში ( დაწესებულება N18). დღეს იქ მუშაობს მისი ძმა მალხაზ პავლიაშვილი, ტელეფონის აკრეფის დროს შეცდომისათვის 22.10.2011წელს პავლიაშვილმა აგინა, სცემა და ემუქრებოდა დასახიჩრებით ინვალიდ ელიზბარაშვილს. 2010წ. ოქტომბერში პავლიაშვილმა აიძულა ელიზბარაშვილის თანასაკნელები გადაეპარსათ მისთვის თავი, ნახმარი საპარსი ბრიტვით. იმის გამო, რომ ბლაგვი ბრიტვით გადაპარსვის დროს ელიზბარაშვილს მრავალჯერ გაუჭრეს კანი, მას ჭრილობებიდან მოსდიოდა სისხლი. სასამართლოზე გაყვანისას მე-3 კორპუსის პატიმრებს კრიფავდნენ С კორპუსის 1 სართულზე, საიდანაც შემდეგ ჯოგივით მირეკავდნენ კარანტინში. С – 1 კორპუსზე პატიმრებს ხვდებოდა პავლიაშვილი, რომელიც აგინებდა, ემუქრებოდა პატიმრებს.

პაატა ზაქარეიშვილი – მტერი, გიგლა აგულაშვილი – მოყვარე და ბიუჯეტისთვის დაკარგული 1,5 მილიარდი ევროოფიცერმა დათომ მეტსახელად „პალჩი“, „ქუთაისელი“ პროკურატურის დავალებით სცემა ელიზბარაშვილი და განუცხადა, რომ თუ ჩაჩიბაია არ აღიარებს არჩადენილ დანაშაულს, ორივეს დაასახიჩრებს. დილის 07:00-დან სინათლის გამორთვამდე 22:00-ზე პატიმრებს არ აძლევდნენ საშუალებას დაესვენათ, მიედოთ ზურგი რამეზე, აეწიათ ფეხები ლოგინზე. ანუ ყოველ დღე 17 საათის განმავლობაში  აწამებდნენ. იმისათვის, რომ ავადმყოფს აეწია ფხები ლოგინზე ითხოვდნენ ექიმის ნებართვას, რაზეც ჯალათი ექიმები ნებართვას არავის არ აძლევდნენ. ოფიცრები და კონტროლიორები ლანძღავდნენ, უთვალთვალებდნენ პატიმრებს „გლაზოკში“ და თუ შეამჩნევდნენ ვინმეს, ვინც დახუჭა თვალი ან დაიძინა აგინებდნენ და ემუქრებოდნენ მთელ საკანს. „გლაზოკში“ შემოხედვისას, „კორმუშკის“ ან კარის გარებისას პატიმრები ვალდებული იყვნენ ამდგარიყვნენ, დამდგარიყვნენ ერთ მწკრივში, მიუხედავად იმისა ლოცულობდნენ ან ჭამდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ აგინებდნენ და ემუქრებოდნენ. პატიმრები რადიოს უსმენდნენ ყურმიდებული. რადიო გამორთეს ერთი თვით, 2011 წლის 26 მაისის დემონსტრაციის დარბევის შემდეგ, ასევე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. 3-4 დღით თვეში რამდენიმეჯერ თიშავდნენ წყალს და პატიმრებს ურიგებდნენ სახანძრო მანქანით მოტანილ 4 ლიტრა წყალს 6-10 პატიმარზე ყველაფრისთვის, მათ შორის ტუალეტისთვის…

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 2, 2015 14:04

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics