ზურაბ ჯაფარიძის პირველი კომენტარი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 25, 2015 20:32

ზურაბ ჯაფარიძის პირველი კომენტარი

8popopopopopkjkjkjერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარტიის 4-მა წევრმა დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ საკუთარი facebook-ის გვერდზე რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა. 

“ოთხივეს სახელით ვადასტურებ დღეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. მე, გოგა ხაჩიძემ, პავლე კუბლაშვილმა და გიორგი მელაძემ დავტოვეთ პოლიტიკური გაერთიანება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ყველა თანამდებობა, რომელიც გვეკავა პარტიასა თუ პარლამენტში. ოთხშაბათს მოხდება ამ ყველაფრის ფორმალურად გაფორმება.

ჩვენთვის არ შეცვლილა ღირებულებები, არც ქვეყანაში არსებული რეალობის აღქმა, არც პოლიტიკური ხედვები და არც პოლიტიკური მოწინააღმდეგე.მეტიც, თანამოაზრეებთან ერთად გაცილებით მეტი შემართებითა და ენერგიით გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ ქვეყანაში დასრულდეს ოლიგარქის მმართველობა, ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების დემოკრატიულ გზას და ეკონომიკურ წინსვლას,”- წერს ზურაბ ჯაფარიძე.

 

ნაციონალური მოძრაობიდან წასული ზურაბ ჯაფარიძე ყოფილი თანაპარტიელის, გოკა გაბაშვილის კრიტიკას პასუხობს და აცხადებს, რომ მისი და მასთან ერთად პარტიიდან წამოსული კოლეგების გადაწყვეტილების მიზეზები გაცილებით უფრო სერიოზული მსჯელობის საგანია ვიდრე ეს ახლა ხდება.”მიზეზები, რომელთა გამოც გადავდგით ეს ნაბიჯი გაცილებით სერიოზული მსჯელობის საგანია, ვიდრე ჩვენთან მიმართებაში სრულიად უადგილო განცხადებები “უპასუხისმგებლობასა”და “წნეხის ვერ გაძლებასთან” დაკავშირებით. ამ მიზეზების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას ოთხშაბათს მივაწვდით,”- წერს ზურაბ ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გოკა გაბაშვილმა მისი კოლეგების გადაწყვეტილება შეაფასა და მას “არაადეკვატური და უპასუხისმგებლო” უწოდა. გაბაშვილი ივანიშვილის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზეც საუბრობს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 25, 2015 20:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics