- 13 ოქტომბერი მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა+ვიდეო
- გვსურს გამოვთქვათ პროტესტი ოჯახის ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების გამო – გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი
- (foto) იაპონიაში საკურა აყვავილდა
- დღეს ნინოობაა
- “მირტყამდნენ თავში, გვერდებში”- მორიგი ბრალდება პოლიციის მისამართით
- ამირან გამყრელიძე – აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს, არ იკბინება და არ გადააქვს ინფექცია
ზურაბ ჭიაბერაშვილი-“საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ მთელი სისტემა არია”
მნიშვნელოვანი
- "საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ მთელი სისტემა არია"
სხვა სტატიები
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელ ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვამ ამ სფეროში ყველაფერი არია, სამინისტროს კი მდგომარეობის გამოსწორების გეგმა არ აქვს.
“ის, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემა ვერ გადაჭრა, იქიდანაც ჩანს, რომ პრაქტიკულად ამოიწურა პროგრამის “რეფერალური მომსახურება” (კოდი 35 03 03 09) 15 მლნ ლარიანი წლიური ბიუჯეტი. არადა ჯერ მხოლოდ 12 აგვისტოა. ამ პროგრამას სამინისტრო მოქალაქეთა პირდაპირი მიმართვის საფუძველზე განკარგავს. გაძვირებული მედიკამენტისა და მკურნალობის ხარჯის დაფარვა იმდენად ბევრ ადამიანს უჭირს, რომ სამინისტრომ 13.7 მლნ ლარი უკვე დახარჯა და ბიუჯეტის ეს მუხლიც გასაზრდელი აქვს.
7 თვეში ამოიწურა სხვა პროგრამის 9 თვის ფინანსებიც. ესაა “სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება” (35 03 03 07). მიზეზი მარტივია: რადგან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ რაიონული საავადმყოფოების დატვირთვა ჰოსპიტალურ ნაწილში მკვეთრად შეამცირა (საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის 2/3 თბილისში იხარჯება), ამ საავადმყოფოებში სამედიცინო სერვისების რაიოდენობამაც იკლო. ამიტომ სულ უფრო მეტი პაციენტი ხდება გადასაყვანი თბილისში, ქუთაისსა და კიდევ 2-3 ქალაქში.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ მთელი სისტემა არია, მდგომარეობის გამოსწორების გეგმა კი, სამწუხაროდ, ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს”-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.