ზურაბ ჭიაბერაშვილი: დავით სერგეენკომ საარსებო შემწეობა 5000-ზე მეტ მრავალშვილიან ოჯახს მოუხსნა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აგვისტო 3, 2015 12:26

ზურაბ ჭიაბერაშვილი: დავით სერგეენკომ საარსებო შემწეობა 5000-ზე მეტ მრავალშვილიან ოჯახს მოუხსნა

"მილიარდერი ივანიშვილის მთავრობა ხალხს აღარიბებს და ათასობით ადამიანს სოციალურ დახმარებას უწყვეტს" - ზურაბ ჭიაბერაშვილი„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საარსებო შემწეობის გარეშე 5000-ზე მეტი ოჯახი დარჩა, რომელშიც 3 და მეტი ბავშვია.
„ამ ხნის განმავლობაში, სულ 27,000 ბავშვი დარჩა საარსებო შემწეობის გარეშე, აქედან 9,000 მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავით სერგეენკომ 2014 წლის დეკემბერში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღწერის ახალი მეთოდოლოგიის შესახებ გამოაცხადა.
ამიტომ, დავით სერგეენკოსა და ირაკლი ღარიბაშვილის საუბარი, რომ პრობლემას სოციალურად დაუცველთა ბაზაში 3000-მდე მარტოხელა პენსიონერის დამატება გამოასწორებას, ტყულია. პრობლემა გაცილებით მძიმეა და სოციალურად დაუცლეთა ბაზაში არაკომპეტენტური ადამიანების ხელის ფათური მას კიდევ უფრო ამძიმებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს ყველა რაიონში საარშებო შემწეობის გარეშე დატოვებული ოჯახების აღწერას და შედეგებს საზოგადოებას პერიოდულად გააცნობს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ საარსებო შემწეობა უნდა აღუდგეს სოციალურად დაუცველ ყველა ოჯახს, რომელიც დევით სერგეენკოს არასწორი მეთოდოლოგიის გამო უსახსროდ დარჩა და რომლის მდგომარეობას ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მანვებლური ეკონომიკური პოლიტიკა კიდევ უფრო გაუსაძლის ხდის.
აღსანიშნავია, რომ 2014 წლის იანვართან შედარებით, მთავრობა თვეში 4 მლნ ლარით ნაკლებს ხარჯავს გაჭირვებულ ადამიანებზე მაშინ, როდესაც თვეში 30 მლნ ლარით არის გაზრდილი ბიუროკრატიის ხელფასის, პრემიებისა და დანამატების ოდენობა“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აგვისტო 3, 2015 12:26

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,288
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics