ზურაბ ჭიაბერაშვილი ამერიკის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 31, 2015 18:28

ზურაბ ჭიაბერაშვილი ამერიკის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა

ზურაბ ჭიაბერაშვილი„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამერიკის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ განცხადება მიზნად ისახავს თავიდან აგვაცილოს ის, რაც პრემიერმა ღარიბაშვილმა დაანონსა და მთავრობა გულმოდგინეთ აკეთებს – ესაა ესკალაცია, ქვეყანაში დაძაბულობის შემოტანა, სამოქალაქო დაპირისპირების წახალისება.
„აშშ-ს საელჩომ პირდაპირ მოუწოდა ხელისუფლებას, რომ ახლა ყველაზე მთავარი პოლიტიკური სიმშვილდე და მედიის თავისუფლების დაცვაა, რადგან სწორედ სამოქალაქო დაპირისპირების ფონზე აპირებს ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „რუსთვი 2“-ის წაღებას. ამერიკის საელჩომ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ სიტყვის, მედიის თავისუფლება ქვეყანაში დაცული და ხელშეუხებელი უნდა იყოს.“ – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 31, 2015 18:28