ზურაბ ტყემალაძე კახელ მევენახეებს ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებული საკითხის დეტალურ შესწავლას დაპირდა

news
ავტ.: news სექტემბერი 11, 2015 17:07

ზურაბ ტყემალაძე კახელ მევენახეებს ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებული საკითხის დეტალურ შესწავლას დაპირდა

მნიშვნელოვანი

  • პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე კახელ მევენახეებს ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებული საკითხის დეტალურ შესწავლას და მომავალი კვირისთვის დაზუსტებული ინფორმაციის მიწოდებას პირდება.

სხვა სტატიები

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე კახელ მევენახეებს ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებული საკითხის დეტალურ შესწავლას და მომავალი კვირისთვის დაზუსტებული ინფორმაციის მიწოდებას პირდება.
ტყემალაძე გლეხებს სთავაზობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ორშაბათს ან სამშაბათს მათი მონაწილეობით გაფართოებული სხდომა გაიმართოს.
“ქუჩაში საუბარი არასდროს გამოდის. დავსხდეთ წყნარად, მშვიდად. ჩვენ რომ გვცოდნოდა დღეს მოსვლას აპირებდით, შესაბამის სამსახურს მოვიწვევდით, შეიძლება ბიზნესისთვისაც გვეთხოვა, რომ მოსულიყვნენ და აეხსნათ, თუ რა ხდება და როგორ. აღნიშნულ საქმეს დეტალური შესწავლა სჭირდება”, – მიმართა პარლამენტში მისულ მევენახეებს ტყემალაძემ და ასეთი ფორმატის შეხვედრის მომავალი კვირის დასაწყისში გამართვას დაპირდა.
ზურაბ ტყემალაძის თქმით, ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ახორციელებს სუბსიდირებას. მისი განცხადებით, ყურძნის ფასს სახელმწიფო არ ადგენს და ფასი 35 თუ 50 თეთრი იქნება, ეს ბიზნესის საქმეა.
ტყემალაძემ ისიც აღნიშნა, რომ ზოგადად სუბსიდირება სწორი არ არის, მაგრამ მისი საჭიროებიდან გამომდინარე სახელმწიფო ამას ახორციელებს.
ცნობისთვის, კახელი მევენახეები პარლამენტში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მოწვევით იმყოფებიან.

news
ავტ.: news სექტემბერი 11, 2015 17:07

Google სტატისტიკა


12,796
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics