ზურაბ ტყემალაძე: თუ რამე უფრო უკეთესს და რაციონალურ წინადადებას შემოიტანს ეროვნული ბანკი, ამას განვიხილავთ

news
ავტ.: news ივლისი 7, 2015 15:42

ზურაბ ტყემალაძე: თუ რამე უფრო უკეთესს და რაციონალურ წინადადებას შემოიტანს ეროვნული ბანკი, ამას განვიხილავთ

ერთ საათში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2015 წლის შემცირებულ ბიუჯეტთან დაკავშირებით შემაჯამებელ სხდომას გამართავს. შემუშავდება დასკვნა ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შეცვლილ პროექტთან დაკავშირებით.

კორექტირებულ ბიუჯეტთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები პარლამენტს უკვე გაუგზავნა ეროვნულმა ბანკმაც.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეროვნული ბანკის მიერ გადმოგზავნილ შენიშვნების ძირითადი ნაწილი კორექტირებულ ვარიანტში გათვალისწინებულია.

თუმცა ისინი აცხადებენ, რომ ძირითადად რა შენიშვნებზე საუბრობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, განმარტებები უნდა გაკეთდეს პლენარულ სხდომაზე, სადაც საუბარი იქნება სწორედ ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტთან დაკავშირებით.

“მთავრობამ ხარჯვითი ნაწილი შეამცირა, სამაგიეროდ გაზარდა საგარეო ვალის მომსახურება. აქედან გამომდინარე საგარეო ვალის მომსახურება უფრო ნაკლებად დააწვება ეკონომიკას და ლარის კურსს. თუ რამე უფრო უკეთესს და რაციონალურ წინადადებას შემოიტანს ეროვნული ბანკი, ამას განვიხილავთ,“ – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურის თქმით, განხილვის დროს მოისმენს ეროვნული ბანკის პოზიციას და შემდეგ გააკეთებს კონკრეტულ დასკვნას.

„თუ პირდაპირ იგულისხმება ამ მოკლე პერიოდში გადასახადების გაზრდა, მაშინ უნდა დააკონკრეტოს რომელი მიმართულებით მიაჩნია სწორად,“ – განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა.

news
ავტ.: news ივლისი 7, 2015 15:42

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


16,681
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics