ზურაბ ჟვანიას დედა სასამართლოზე მხოლოდ ბრალდების მხარემ დაკითხა

news
ავტ.: news აგვისტო 5, 2015 14:41

ზურაბ ჟვანიას დედა სასამართლოზე მხოლოდ ბრალდების მხარემ დაკითხა

მნიშვნელოვანი

  • ზურაბ ჟვანიას დედას რემა ჟვანიას სასამართლო პროცესზე კითხვები, მხოლოდ ბრალდების მხარემ დაუსვა. დაცვის მხარეს მისთვის კითხვები არ დაუსვამს.

სხვა სტატიები

ზურაბ ჟვანიას დედას რემა ჟვანიას სასამართლო პროცესზე კითხვები, მხოლოდ ბრალდების მხარემ დაუსვა. დაცვის მხარეს მისთვის კითხვები არ დაუსვამს.

ადვოკატების განმარტებით მათ ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, კითხვებისგან თავი შეიკავეს.

რაც შეეხება რემა ჟვანიას დაკითხვას, სასამართლოზე ზურაბ ჟვანიას დედამ აღნიშნა, რომ მისი შვილის მკვლელობა მერაბიშვილის გადმოცემული სცენარი იყო, თუმცა, შემსრულებლები ვინ იყვნენ, არ იცის.

რემა ჟვანიამ გარდაცვლილი ექს-პრემიერისა და მისი დაცვის წევრების ახლო ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი ზურაბ ჟვანიას სიცოცხლის ფასად იცავდნენ.

“როდესაც ამ ხალხს ვაბარებდი ზურას, აბსოლუტურად წყნარად ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ სამივე, თუ საჭირო იქნებოდა, სიცოცხლის ფასად დაიცავდა ზურას. ზურას არასაჯარო შეხვედრებისთვის ჰქონდა ბინა, რომ მიეღო სტუმრები და მათთან ესაუბრა. კახა გოჩაშვილი ზურას ეუბნებოდა, რომ ის იქნებოდა კართან და ყოველ ოც წუთში დაურეკავდა, თუ არ უპასუხებდა კარს შეანგრევდა”, – განაცხადა მარიამ ჟვანიამ სასამართლო პროცესზე.

news
ავტ.: news აგვისტო 5, 2015 14:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,065
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics