ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

news
: news იანვარი 24, 2015 19:27

ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

მნიშვნელოვანი

  • "პროკურატურის განცხადება ზურაბ ვაზაგშვილის საქმის ყოფილ პროკურორებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის ის თანამშრომლები,

სხვა სტატიები

საქართველოს მთავარი პროკურატურა ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მას შემდეგ, რაც საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, რამოდენიმე თანამშრომელმა, რომელსაც გარკვეულწილად შემხებლობა ჰქონდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან, პირადი განცხადებით მიმართეს მთავარ პროკურორს და გამოძიების დასრულებამდე მოითხოვეს სამსახურიდან გათავისუფლება. მთავარმა პროკურორმა მათი განცხადებები დააკმაყოფილა და ისინი გათავისუფლდნენ პროკურატურის რიგებიდან.
“პროკურატურის განცხადება ზურაბ ვაზაგშვილის საქმის ყოფილ პროკურორებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის ის თანამშრომლები, რომლებიც 2006 წელს აქტიურად იყვნენ ჩართული ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის პირვანდელ გამოძიებაში, პროკურატურაში უკვე დიდი ხანია, რაც აღარ მუშაობენ.
მას შემდეგ, რაც საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, რამოდენიმე თანამშრომელმა, რომელსაც გარკვეულწილად შემხებლობა ჰქონდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან, პირადი განცხადებით მიმართეს მთავარ პროკურორს და გამოძიების დასრულებამდე მოითხოვეს სამსახურიდან გათავისუფლება. მთავარმა პროკურორმა მათი განცხადებები დააკმაყოფილა და ისინი გათავისუფლდნენ პროკურატურის რიგებიდან.
ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ აღნიშნულ პროკურორებს განახლებულ გამოძიებასთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ, რადგან გამოძიებას ე.წ. “კორტების” სპეცოპერაციის საქმეზე აწარმოებს სპეციალურად ამ საქმისთვის შექმნილი საგამოძიებო ჯგუფი. კატეგორიულად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ზურაბ  ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეზე განახლებულ გამოძიებას აწარმოებს პროკურორთა და გამომძიებელთა ის ჯგუფი, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონია თავდაპირველ გამოძიებასთან, შესაბამისად ისინი არიან სრულიად ობიექტურები და მიუკერძოებლები”,-ნათქვამია განცხადებაში.
ზურაბ ვაზაგაშვილი 2006 წლის 2 მაისს თბილისში, კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს.

news
: news იანვარი 24, 2015 19:27

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,290
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics