ზურაბ ერქვანია:”თავს ვიტყუებთ თუ სხვას ვატყუებთ? თუ ორივეს ერთად?”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 23, 2015 22:33

ზურაბ ერქვანია:”თავს ვიტყუებთ თუ სხვას ვატყუებთ? თუ ორივეს ერთად?”

afxazeTiბოლო დღეებში საქართველოში მიმდინარე ვითარება და ცივი გონებით პროგნოზირებადი საზოგადოებრივი სოციალურ-პოლიტიკური რყევები ადასტურებენ, რომ მიმდინარე გარდამავალ პერიოდის ვერშემდგარ სახელმწიფოში სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურულ-ზნეობრივი კრიზისია!
კრიზისის შემდგომმა ესკალაციამ შესაძლოა სისტემურ და სახელისუფლებო კრიზისამდე მიგვიყვანოს და სამოქალაქო დაპირისპირების საფრხე რეალობად აქციოს. ქვეყანა ამას ვერ გაუძლებს. ასეთი საფრთხის პრევენცია მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციის სივრცეში და კანონის უზენაესობის უპირობო დაცვაზე დამყარებულ საგანგებო ადეკვატურ ანტიკრიზისულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს!
საქართველოს უახლესი ისტორია გვასწავლოს, რომ ასეთ დროს მოქალაქეების სიმშვიდისკენ მოწოდებები საჭიროა, მაგრამ საქმეს არ შველის!
ჩემი მოკრძალებული აზრით, არსებული ვითარების მიზეზები შემდეგია:
• პოლიტიკური ისტებლიშმენტის დაბალი სახელმწიფოებრივი აზროვნების და სამოქალაქო პოლიტიკური კულტურა;
• „პოლიტიკური თამაშის წესების“ გარეშე ბრძოლა ხელისუფლებისთვის და მისი შენარჩუნებისათვის;
• ხელისუფლების სისუსტე. სახელისუფლებო შტოებს შორის უთანხმოებების და კინკლაობის ღია დაპირისპირებაში გადაზრდა;
• არჩევნებში კანონიერების, სამართლიანობის აღდგენისა და სოციალური დაპირებებით გამარჯვებული მმართველი ძალის პოპულარობის კლების ტენდენციის გამო პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ ნდობის დეფიციტი;
. ყოფილი ხელისუფლების მომხრეების და პოსტებდაკარგულთა გაზრდილი აგრესია:
• უკიდურესი ეკონომიკური სიდუხჭირე და მოსახლეობის სულიერ-ზნეობრივი სიღატაკე;
. კრიზისის პირობებში საბიუჯეტო ადმინისტრაციული ხარჯების გაზრდა;
• საზოგადოების ემოციური მიბმულობა ქარიზმულ ლიდერზე და ერთი პიროვნების მხსნელის როლის მოლოდინი;
. თავსმოხვეული ე.წ. პოლიტიკური კოჰაბიტაციის პროცესის კანონის უზენაესობასთან მიმართებაში არამართებულობა და ამ შერჩევითი სამართლის რეჟიმის, დემოკრატიზმის გამარჯვებად წარმოჩენა;
• დეკლარირებული ეკონომიკური და სამართლებრივი რეფორმირების პროცესის დისკრეტული და არათანმიმდევრული ხასიათი;
. დეოკუპაციის პროცესში პროგრესის მიუღწევლობის პირობებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში ევროკავშირში თუ ევრაზიის კავშირში ინტეგრაციის უპირატესობების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა;
• პროფესიონალიზმის პრინციპის უგულველყოფა. სახელმწიფო შტოების ვერტიკალებში სამოხელეო ნათესაურ–გვაროვნულ-თემურ, პარტიულ პრინციპზე დაფუძნებული საკადრო პოლიტიკა;
• ცალკეული უცხოელი ლობისტების და დასავლელი პარტნიორების ,,დაჟინებული რჩევებით,, სამართლიანობის აღდგენის პროცესის შეფერხება და დამნაშავეთა დაუსჯელობის სინდრომის საფრთხე;
• სამართლიანობის აღდგენის ფსევდო რომანტიზმი. ნიჰილიზმში გადაზრდილი „დაგვიანებული და უშედეგო“ სასამართლო პროცესები. გახმაურებული საქმეების გამოძიების გაჭიანურება:
• სამართლის პოლიტიკისადმი დაქვემდებარება-პოლიტიზაციის საფრთხე;
• ქვეყნის გარედან მართული დესტაბილიზაციის მცდელობის, მუქარების, ულტიმატუმების, საბოტაჟის, ძალისმიერი და რევოლუციური სინდრომის, ,,მტრის ხატის,, კულტივირება;
• ეროვნულ-ტრადიციულ ფასეულობათა სისტემის რღვევა. ეროვნულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული დემოკრატიის ქართული მოდელის კონცეფციის არარსებობა;
• უცხოელი დონორობით მოღვაწე რიგი სოციალური კვლევითი ცენტრებისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილის დესტრუქციული ქმედებები, რომლებიც ეროვნულ-ტრადიციული ღირებულებებისათვის უცხო ფასეულობებს უწევენ პროპაგანდას;
• სახელმწიფოსა და პიროვნებებს შორის საერთაშორისო და უცხო ქვეყნების სასამართლო განხილვების შედეგები;
• სრული კონტროლის და მონოპოლიზაციის დამყარების მცდელობა მასმედიის საშუალებებზე;
• საარჩევნო კანონმდებლობის ,,თეთრი ლაქები,, და დაწყებულ წინასაარჩევნო პირობებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ფასადურობით, ცრუ და ყალბი ფსევდო დაპირებებით ხალხის ცნობიერებით მანიპულირება;
• რადიკალიზმის, არადამიანური ძალადობის ვიდეო კადრების ტირაჟირების, კვერცხლის სროლის, კარვების გაშლის და არატოლერანტული ორიენტაციების მომძლავრება;
• ურეიტინგო პარტიების, მათი გაკოტრებული პოლიტიკოსების და ახლადგამოჩეკილი უნიჭო ,,ექსპერტების,, საპიარო დემაგოგიის რეანიმაცია მასმედიაში. უნიათო თოქ-შოუებში სკანდალებით და ფსევდო დაპირებებით დაუმორჩილებლობის მოწოდებებით მანიპულირება;
• . . . და სხვა .
საქართველოს უახლესი ისტორია იმასაც გვასწავლის, რომ კონსტიტუცია და კანონი უნდა დავიცვათ ყველამ, მოგვწონს ისინი თუ არა. თუ არც კონსტიტუცია და არც კანონი არ მოგვწონს, კონსტიტუციური და კანონიერი გზით შევცვალოთ ორივე! თუ რუსთაველის პოსპექტზე თოფიანი კაცების რევოლუციური სამართალი დაგვავიწყდა, შევეგუოთ არსებულ ვითარებას…
ზურაბ ერქვანია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 23, 2015 22:33

Google სტატისტიკა


9,124
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics