ზურაბ გამეზარდაშვილი შს მინისტრად მის დანიშვნაზე კონსულტაციების მიმდინარეობას არ ადასტურებს

news
ავტ.: news იანვარი 25, 2015 13:53

ზურაბ გამეზარდაშვილი შს მინისტრად მის დანიშვნაზე კონსულტაციების მიმდინარეობას არ ადასტურებს

სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად მის დანიშვნასთან დაკავშირებით კონსულტაციების მიმდინარეობას არ ადასტურებს. ამის შესახებ გამეზარდაშვილმა ჟურნალისტებს სოფელ ყარაფილაში, სადაც ის იური ვაზაგაშვილის გასვენებაში იმყოფებოდა, იმ კითხვის პასუხად განუცხადა, განიხილება თუ არა ის შინაგან საქმეთა მინისტრის ერთ-ერთ კანდიდატურად.
“ჩემს გამინისტრებასთან დაკავშირებით ჩემთან არანაირი კონსულტაციები არ გამართულა. შინაგან საქმეთა მინისტრის დანიშვნა არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა და ის მიიღებს გადაწყვეტილებას”, – აღნიშნა გამეზარდაშვილმა.
რაც შეეხება იმას, არის თუ არა ის მზად, შეთავაზების შემთხვევაში ჩაიბაროს აღნიშნული პოსტი, გამეზარდაშვილი აცხადებს, რომ ის არის ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი და მზად არის ემსახუროს ქვეყანას იქ, სადაც საჭიროა.

news
ავტ.: news იანვარი 25, 2015 13:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


15,060
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics