ზურაბ აბაშიძის განცხადებები ქვეყანას ზიანს აყენებს–გიგა ბოკერია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 24, 2015 20:46

ზურაბ აბაშიძის განცხადებები ქვეყანას ზიანს აყენებს–გიგა ბოკერია

20140217164542bokeria“ეს არის რუსული ნარატივი,” – ეს განცხადება უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა გიგა ბოკერიამ ზურაბ აბაშიძის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

ბოკერია მიიჩნევს, რომ პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე განცხადებებით ქვეყანას ზიანს აყენებს.

“ჯერ თქვა, ნატოზე საქართველო არ ფიქრობსო. ახლა პირდაპირ დიალოგზე ამბობს, რუსეთის დახმარება გვინდაო. მისი ეს განცხადებები ძალიან აზარალებს ქვეყანას. ეს არის რუსული ნარატივი,” – აცხადებს გიგა ბოკერია.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 24, 2015 20:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,027
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics