ზურაბ აბაშიძე – ოპოზიციაში მყოფი “თავისუფალი დემოკრატები” სახელმწიფოებრივ საქმეებში ჩაბმული ვართ

news
ავტ.: news ივნისი 9, 2015 17:42

ზურაბ აბაშიძე – ოპოზიციაში მყოფი “თავისუფალი დემოკრატები” სახელმწიფოებრივ საქმეებში ჩაბმული ვართ

მნიშვნელოვანი

  • ოპოზიციაში მყოფი "თავისუფალი დემოკრატები" სახელმწიფოებრივ საქმეებში ჩაბმული ვართ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ზურაბ აბაშიძემ ბალტიის ასამბლეის პრეზიდიუმის მიერ რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებასთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის შეფასებისას განუცხადა.

სხვა სტატიები

ოპოზიციაში მყოფი “თავისუფალი დემოკრატები” სახელმწიფოებრივ საქმეებში ჩაბმული ვართ, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ზურაბ აბაშიძემ ბალტიის ასამბლეის პრეზიდიუმის მიერ რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებასთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის შეფასებისას განუცხადა.
აბაშიძის თქმით, ასეთი რეზოლუციის მიღების თხოვნით ბალტიის საპარლამენტო ასამბლეას მან მიმართა, როგორც სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელმა საქართველოს მხრიდან.
“ჩვენ გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა ბალტიის საპარლამენტო ასამბლეასთან. ასეთი რეზოლუცია მივიღეთ მაშინაც, როდესაც რუსეთის ფედერაციამ ე.წ. ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულება აფხაზეთთან გააფორმა. ბალტიის საპარლამენტო ასამბლეას მივმართეთ წერილით, ვთხოვეთ, რომ იქნებ ანალოგიური განცხადება მიეღო ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. ძალიან დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების – ლიტვა, ლატვია, ესტონეთი _ მიმართ, რომლებიც ასე მტკიცედ უდგანან გვერდში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ამ რეზოლუციებს და რუსეთის გადაწყვეტილებების დაგმობას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საერთაშორისო დატვირთვა აქვს. ასე რომ, ჩვენ, ოპოზიციაში მყოფი “თავისუფალი დემოკრატები” ქვეყნის მნიშვნელოვან საკითხებში ვართ ჩაბმული. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა _ ეს არის საერთო ეროვნული, სახელმწიფოებრივი საქმე. ამიტომ ამ საქმეში ბოლომდე ორიენტირებულები და მიზანდასახულები ვიქნებით”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ბალტიის ასამბლეის პრეზიდიუმი გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ” ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას. ბალტიის ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს “ცეცხლის შეწყვეტის შესახებ” შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესში და მისცეს როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ასევე ჰუმანიტარული ორგანიზაციებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა.

news
ავტ.: news ივნისი 9, 2015 17:42

Google სტატისტიკა


14,306
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics