ზურაბ აბაშიძე – ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო სწორი გადაწყვეტილებაა

news
: news ივლისი 23, 2015 17:58

ზურაბ აბაშიძე – ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო სწორი გადაწყვეტილებაა

მნიშვნელოვანი

  • "თავისუფალი დემოკრატების" წევრი, დეპუტატი ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო სწორი გადაწყვეტილებაა.

სხვა სტატიები

 

“თავისუფალი დემოკრატების” წევრი, დეპუტატი ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო სწორი გადაწყვეტილებაა.
როგორც აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხელისუფლებამ უნდა გაითვალოსწინოს, თუ რაზე მიდის იმ ცვლილებით, რომელიც ეროვნულ ბანკს უკავშირდება.
“ჩვენთვის არ იქნება სიახლე, თუ პრეზიდენტი ეროვნული ბანკის შესახებ კანონს ვეტოს დაადებს. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ მოვისმინეთ მისი ეკონომიკური მრჩევლის განცხადება. მას, პრაქტიკულად, განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა და ჩვენ, “თავისუფალი დემოკრატები” მას ვიზიარებდით. ძალიან კარგია, თუ პრეზიდენტიდან წამოვა კონკრეტული შენიშვნები, რათა რაც მიიღო ერთხელ უმრავლესობამ, კიდევ ერთხელ ამ საკითხს დაუბრუნდეს პარლამენტი, თუკი დარჩა საღი აზრი უმრავლესობას. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვეცდებით ჩვენ შენიშვნებიდან გამომდინარე ვიმსჯელოთ ამ საკითხზე. პრინციპულად კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ, რაზე მიდის ხელისუფლება”, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

news
: news ივლისი 23, 2015 17:58

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


9,832
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics