ზურაბ აბაშიძე: გორის რაიონში რაც ხდება, ჩვენ მთელი სიმწვავით წამოვწევთ წინ

news
ავტ.: news ივლისი 14, 2015 12:30

ზურაბ აბაშიძე: გორის რაიონში რაც ხდება, ჩვენ მთელი სიმწვავით წამოვწევთ წინ

ე.წ. საზღვრის გადმოწევა იქნება მთავარი თემა, რომელზეც აპირებს ქართული დელეგაცია პრაღაში რუსულ მხარესთან საუბარს.

საკითხთან დაკავშირებით ისაუბრებს ზურაბ აბაშიძე კარასინთან და როგორც თავად აცხადებს, ძალიან მწვავედ დააყენებს ამ თემას, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი საკითხების განხილვას ფორმატი არ ითვალისწინებს.

ოპოზიციის განმარტებას, იმასთან დაკავშირებთ, რამდენად ქონდა აზრი რუსეთთან მოლაპარაკებას, ზურაბ აბაშიძე განმარტავს, რომ მოლაპარაკებას ყოველთვის აქვს აზრი.

მისი თქმით, ეს მანდატი წარმატებულია.

„რატომ აქვთ ისეთი განცდა, რომ ეს ფორმატი ვერაფერს ვერ აგვარებს. რაც ამ ფორმატს ევალება, რაც ჩემი მანდატია, ჩვენ ვაკეთებთ იმას. რაც შეეხება, გორის რაიონში რაც ხდება, აუცილებლად იქნება ის საკითხი, რომელსაც ჩვენ მთელი სიმწვავით წამოვწევთ წინ და გვექნება ძალიან მწვავე საუბარი. ვერ ავუვლით ამას გვერდს,“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

news
ავტ.: news ივლისი 14, 2015 12:30