ზურაბ აბაშიძე: “გაზპრომის” გაზსს საქართველო საბჭოთა კავშირის დროიდან იღებს

news
ავტ.: news ოქტომბერი 15, 2015 12:56

ზურაბ აბაშიძე: “გაზპრომის” გაზსს საქართველო საბჭოთა კავშირის დროიდან იღებს

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ვერ ხვდება რას ემსახურება “გაზპრომის” ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების კრიტიკა.

როგორც აბაშიძემ ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში გადაცემა “ფაქტორში” განაცხადა, “გაზპრომი” გაზსს საქართველო საბჭოთა კავშირის დროიდან იღებს და თუ ეს ვინმეს არ მოსწონდა, განსაკუთრებით კი დღევანდელ ოპონენტებს, შეეძლოთ ტრანზიტი გადაეკეტათ.

“ვერ ვხვდები რა იწვევს უკმაყოფილებას იმაში, რომ საქართველოს რუსეთის “გაზპრომთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს. მესმის, რომ არსებობს ოპოზიცია, რომლის მოვალეობაცაა ხელისუფლება აკრიტიკოს, მაგრამ კრიტიკის საგანი ვერ გამოიკვეთა. “გაზპრომის” გაზსს საქართველო საბჭოთა კავშირის დროიდან იღებს, შემდეგ ე.წ. შევარდნაძის პერიოდშიც სულ მიდიოდა “გაზპრომის” გაზი სომხეთში და შემდგომ დავარქვათ ახლა ამას სააკაშვილის ეპოქა. ეს ტრანზიტი სულ ხდება. სომხეთი გაზს იღებს რუსეთიდან ამ გაზიდან 10%-ს იღებს საქართველო. “გაზპრომის” გაზის და რუსული გაზის თემა ახალი არ არის. თუ ჩვენს ოპონენტებს, წინამორბედებს რუსული გაზი არ მოსწონთ, ან არ მოსწონდათ, უნდა ჩაეკეტათ მისი ტრანზიტი და ასე მოიხსნებოდა ეს თემა, მაგრამ რომელ ჭკუათმყოფელს მოუვა ასეთი აზრი, რომ ტრანზიტის საფასურად მიიღოს უფასოდ ოქროდ ღირებული გაზი, ასეთი ხელისუფლება ვერ წარმომიდგენია და ამას არ აკეთებდა ბუნებრივია, წინა ხელისუფლება”, – განაცხადა აბაშიძემ.

მისი თქმით, სომხეთს სულ უფრო და უფრო მეტი გაზი სჭირდება, ამიტომ ტრანზიტი უნდა გაიზარდოს და საქართველოს ინტერესებშია, რომ მეტი გაზი მიიღოს.

“იქ არის ნიუანსები, რაზეც სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ. თუ მეტს ატარებ, მეტი უნდა დაგვრჩეს. რა ფორმით დაგვრჩება, რა იქნება, ამაში უამრავი ტექნიკური ნიუანსია. ენერგეტიკის სამინისტროს მუდმივად ჰქონდა და აქვს კონტაქტი რუსეთის მხარესთან ელექტროენერგიასთან, “გაზპრომთან” დაკავშირებით. სხვათაშორის წინა ხელისუფლებას, რომელსაც ასე არ მოსწონს “გაზპრომი” და რუსული გაზი, ეს მილსადენი, რომელიც სტრატეგიული ობიექტია, უნდოდათ რუსული მხარისთვის მიეყიდათ. მაშინ ჩვენმა დასავლელმა პატრნიორებმა გაუკეთეს შესაბამისი შთაგონება და გადააფიქრებინეს, თორემ ამაზეც მიდიოდნენ. გაზს ვიღებდით ყოველთვის და ახლაც ვიღებთ, მაგრამ თუ ტრანზიტი გაიზრდება, მეტი სარგებელი უნდა მივიღოთ. უნდა შეხვდნენ სპეციალისტები ერთმანეთს და დაელაპარაკნონ, თორემ ეს პოლიტიკური განცხადებები “გაზი არ გვინდაო”, “გაზპრომი” არ გვინდაო” – შემოსულია “გაზპრომი” საბჭოთა პერიოდიდან. ამიტომ უსაგნოდ მეჩვენება ეს მსჯელობა. ან ის, რომ ამბობენ, თითქოს კულუარული მოლაპარაკება მიდის, რას ნიშნავს?! ამას მეც მეუბენბიან ხოლმე, რომ პრაღაში კულუარული მოლაპარაკებები მიდისო. ხვდებიან ერთმანეთს მინისტრი და “გაზპრომის” ხელმძღვანელი ბრიუსელში, ევროპის შუაგულში. სადმე ტყეში რომ შეხვდნენ, ღამით, საიდუმლო რომელიმე ბინაში, შეიძლება, მაგრამ ხვდებიან და ერთი მხარის პრესსამსახური ავრცელებს ცნობას შეხვედრის შესახებ და რაზე ილაპარაკეს, ენერგეტიკის სამინისტრო ოპერატიულად დებს შეხვედრაზე ინფორმაციას თავის ვებ-გვერდზე. ბრუნდება ბატონი კალაძე თბილისში და ყვება რაზე იყო საუბარი. პირდაპირ ეთერში ასეთი შეხვედრები არ გადაიცემა და მეტი რა გამჭირვალობაა საჭირო ამ საკითხში ვერ ვხვდები. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური თამაში, მაგრამ არამგონია მოსახლეობა ამას არ ხედავდეს”, – აღნიშნა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, კორპორაცია „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ბრიუსელში შეხვედრაზე საქართველოში რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტზე 28 სექტემბერს ისაუბრეს. მათ, ასევე ისაუბრეს საქართველოს გავლით, ბუნებრივი აირის მესამე ქვეყნისთვის ტრანზიტზე.

„მხარეებმა განიხილეს ბუნებრივი აირის სფეროში თანამშრომლობა. საუბარი იყო საქართველოში რუსული გაზის ექსპორტზე და საქართველოს გავლით გაზის ტრანზიტზე“, – წერია კომპანიის განცხადებაში.

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, 2014 წელს „გაზპრომმა“ საქართველოში 0,3 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი მოახდინა.

news
ავტ.: news ოქტომბერი 15, 2015 12:56

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,646
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics