ზურაბ აბაშიძე: არანაირი საზღვარი არ არის გადმოწეული

news
ავტ.: news ივლისი 23, 2015 12:45

ზურაბ აბაშიძე: არანაირი საზღვარი არ არის გადმოწეული

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ რუსეთსა და საქართელოს ხელისუფლებებს საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით გასხვავებული პოზიციები აქვთ.

“არანაირი საზღვარი არ არის გადმოწეული. საზღვარი რუსეთ-საქართველოს შორის როკის გვირაბთან გადის. ამას აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა, რუსეთისა და ერთი-ორი ქვეყნის გამოკლებით. რაც შეეხება საოკუპაციო ზოლზე ბანერის დაყენებას, ამის თაობაზე განცხადებები გავაკეთეთ. გვქონდა მწვავე საუბარი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში. ბატონი ტუსკი იმყოფებოდა. მე შეძლებისდაგვარად პრაღის ფორმატი გამოვიყენე. ეს არის 2008 წლის ტრაგიკული შედეგი, რომელსაც არ უნდა შევეგუოთ,“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

რუსეთის საგარეო უწყების საინფორმაციო დეპარტამენტი ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრის შედეგებზე კომენტარისას აცხადებს, რომ “გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მოხდა საზღვრის გადმოწევა საქართველოს ტერიტორიაზე, არ შეესაბამება სიმართლეს”.

news
ავტ.: news ივლისი 23, 2015 12:45

Google სტატისტიკა


6,269
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics