ზუგდიდში ქორწინების სახლი საზეიმოდ გაიხსნა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 8, 2015 15:49

ზუგდიდში ქორწინების სახლი საზეიმოდ გაიხსნა

მერკელ-ოლანდ-პუტინის შეხვედრაზუგდიდის იუსტიციის სახლში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ქორწინების სახლი საზეიმოდ გაიხსნა. ქორწინების სახლის გახსნას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. დაქორწინების მსურველი პირველი წყვილის ბადრი ქირია და მარიამ კვარაცხელიას ქორწინება საზეიმო ცერემონიალის თანხლებით ჩატარდა.
დღეიდან, ნებისმიერ წყვილს საშუალება ექნება ქორწინება საზეიმო ცერემონიალის თანხლებთ, უახლესი დიზაინის მოწყობილ დარბაზში დაარეგისტრირონ.
აღნიშნულ სამსახურში , ქორწინების რეგისტრაციის სპეციალური საზეიმო მომსახურეობის საფასური 50 ლარი იქნება.
ცნობისთვის, მიმდინარე წელს საქართველოში 2 ათას 872 წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა. აქედან, ზუგდიდში 87 წყვილი დაქორწინდა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 8, 2015 15:49

Google სტატისტიკა


6,810
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics