ზუგდიდის, წალენჯიხის და მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარეებს იმპიჩმენტს უმზადებენ?!

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 3, 2015 21:08

ზუგდიდის, წალენჯიხის და მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარეებს იმპიჩმენტს უმზადებენ?!

ზუგდიდის, წალენჯიხის და მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარეებს იმპიჩმენტს უმზადებენ?!

„ოცნება“ საკუთარი „შვილების ჭამას“ აგრძელებს – „თაიმერის“ ექსკლუზივი

„რა მოხდა აბაშაში

ქართულმა დოკუმენტალისტიკამ, „რა მოხდა აბაშაში“-ს მოტივებზე, მალე შესაძლოა, ახალი ხმაურიანი „რომანი“ მიიღოს, რომლის ავტორიც აწ გასვენებული კონსტანტინე ლორთქიფანიძე კი არა, „ქართული ოცნების“ სუს-ი იქნება. ამ ნაწარმოების მსგავსად, რეალობაშიც, მოვლენები სამეგრელოში ვითარდება, ოღონდ მხოლოდ აბაშაში კი არა, არამედ, რამდენიმე რაიონში.

ყველაფერი კი სენაკიდან დაიწყო, სადაც რამდენიმე დღის წინ, დეპუტატებმა, იმპიჩმეტით, საკრებულოს თავმჯდომარე, ხვიჩა ჯიშკარიანი გადააყენეს. სხვათა შორის, იმპიჩმენტ-გადაყენების მიზეზი დეპუტატებს არ დაუკონკრეტებიათ, თავად ჯიშკარიანმა კი მედიას განუცხადა, რომ საკრებულოს წევრები სუს-ის ზეწოლის ქვეშ არიან. ამასთან, ჯიშკარანმა განმარტა, რომ მისი გადაყენება ბიძინა ივანიშვილის იდეების წინააღდეგ ბრძოლაა და მან ხელი სამაგერელოს გუბერნატორისკენ გაიშვირა.

„თაიმერის“ ექკლუზიური ინფრომაციით, სენაკის მოვლენებს გაგრძელება ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში მოხსნა, ანუ იმპიჩმენტი წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეს, თემურ ღვინჯილიას, მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარეს, ალექსი გაბისონიასა და ზუგდიდის საკერებულოს თავმჯდომარეს, ლაშა გოგიასაც ემუქრებათ.

„ოცნებაში“ ახალი განხეთქილება მზადდება?!

„სამივე – ღვინჯილია, გაბისონია და გოგია „ოცნებელია“, მაგრამ როგორც მე ვიცი, მათ თავად „ოცნება“ ებრძვის. აქაც, როგორც სენაკში, მოვლენებს ფარულად გუბერნატორი მართავს, რომელიც, მთელმა სამეგრელომ იცის, რომ უშიშროების კადრია.დიახ, ეს ერთი ხელწერაა – ზუგდიდის, წალენჯიხის და მარტვილის საკრებულოების თავმჯდომარეების იმპიჩმენტი მიზეზი ოფიციალურად არ დაკონკრეტდება და თუ ვინმე ამ საკითხით დაინტერესდება, ეტყვიან, რომ სამივეს დაბალი რეიტინგი აქვს, ხახლში ავტორიტეტით არ სარგებლობს და ჯობია, ადგილობრივი თვითმმართველობის სათავეში ისეთ ხალხი მოვიდეს, ვინც მოსახლეობისთვის მისაღები იქნებაო, მაგრამ ეს არგუმენტი წმინდა წყლის ბლეფია. სინამდვილეში, გავლენის სფეროებისთვის გადანაწილება მიდის,“ – ამბობს „თაიმერის“ ინკოგნიტო რესპოდენტი, რომელიც სამეგრელოს „ოცნებასთან“ დაახლოებული პირია და სწორედ ამ მიზეზით, ვინაობის საჯარო დასახელების ნება არ მოგვცა.

„თქვენ გგონიათ, რომ მიშას 9-წლიანი რეჟიმი ისტორიას ჩაბარდა? ჰო, მიშა აღარ არის, მაგრამ პორტრირებულმა „ნაციონალებმა“ მთელი რესპრესიული მეთოდები „ოცნებაში“ გადმოაპორტირეს. ერთადერთი, რაც ჯერ არ ხდება, ისაა, რომ ენის ტლიკინისთვის არ გიჭერენ, თორემ სამსახურიდან გაშვება და წამლისა თუ იარაღის ჩადება ისევ „ცვეტშია“. ჰოდა, შენ შემოგევლე, სამი შვილის და 5 შვილისშვილის ბაბუა ვარ და ახლა, რათ მინდა, ჩემი გვარი გამოაჭენოთ და ამის გამო ოჯახსაც და ჩემს თავსაც პრობლემები შევუქმნა?!“ – ამბობს ადამიანი, რომელმაც „თაიმერის“ სამეგრელოს სამ – ზუგდიდის, მარტვილისა და წალენჯიხის საკრებულოებში მოსალოდნელი რევოლუციის, ანუ საკრებულოს თავმჯდომარეების იმპიჩმენტის შესახებ ინფრომაცია მოაწოდა.

ჩვენი წყარო საუბრის დროს იმასაც აღნიშნავს, რომ გავლენის სფეროების გადანაწილების გარდა, მასობრივი იმპიჩმენტი მომავალ საპარლამენტო არჩევნებსაც უკავშირდება.

„შეიძლება, ბიძინა ივანიშვილს აჯერებენ, რომ ხალხი „ოცნებაზე“ ისევ მზეს და მთვარეს იფიცება, მაგრამ ერთი, ბიძინა ხალხში თავისი აპეკუნების გარეშე გავიდეს და ნახავს, მშიერი მოსახლეობა „ოცნებას“ სულ ცოცხალ-მკვდარს რომ აგინებს. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ყოფილმა პრემიერმა „ოცნების“ სახეები მკაცრად გააფრთხილა, იმისთვის, რომ „ნაციონალები“ დამემთავრებინა და ხელისუფელბაში თქვენ მომეყვანე, მარტო ფინანსები კი არა, ჩემი ავტორიტეტიც დავხარჯე. ფული ჯანდაბას, კიდევ ვიშოვი, მაგრამ სახელს ვეღარ დავიბრუნებ. ამიტომ, 2016 წელსაც „ოცნება“ პარლამენტში უმრავლეოსბით უნდა მოვიდესო. ამ „ხელისბიჭებმა“ არ იციან, „ოცნების“ რეიტინგი როგორ აღადგინონ და თვლიან, რომ თუ ადგილებზე საკრებულოს თავმჯდომარებს და გამგებლებს გამოცვლიან, თან მათზე იტყვიან, რომ „ნაციონალების“ აგენტები იყვნენ, ხალხი ისევ „ოცნებისტი“ გახდება, მაგრამ ამ ძვლი სიმღერის აღარავის სჯერა,“ – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს წყარო.

ჩვენი ფარული რესპოდენტი ორი-სამი დღის წინ მედიით გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხება, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილი ანაკლიაში საიდუმლოდ იმყოფებოდა.

ბიძინა ივანიშვილი - სააკაშვილი ედრებოდა დავით აღმაშენებელს იმიტომ, რომ რეგიონში ვერავის ედრებოდა

„ითქვა, რომ ყოფილი პრემიერის ამ საიდუმლო ვიზიტის მიზანი ლაზიკას პროექტის განახლება იყო, მაგრამ მე ისიც გავიგე, რომ ივანიშვილი სამეგრელოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციითაც დაინტერესდა. საერთოდ, „ოცნებაშიც“ აღარ მალავენ, რომ ამ მხარეში ფეთქებადსაშიში ვითარება არის შემნილი და ისიც ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თანდათან ძლიერდება. მართალია, ხელისუფლების წარმოამდეგნლები ცდილობენ, მოსახლეობას თვალი აუხვიონ და დააჯერონ, რომ ყველაფერი კარგად არის, ცხოვრება წინ მიდის და ქარხანა-საწრამოებიც სულ გუგნით მუშაობენ, მაგრამ 21-ე საუკუნეა – ხალხი გაეშმაკდა და ვერავინ ვეღარაფერს მოგვატყუებს,“ – უთხრა „თაიმერს“ ფარულმა მოსაუბრემ.

სამეგრელოს სამ რაიონში ერთდროულად საკრებულოს თავმჯდომარეების გადაყენება, თანაც იმპიჩმენტიც, ეს უკვე ტენდენცია იქნება და გამორიცხული არ არის, რომ ამ ტენდენციის კულტივირება სამგერელოდან სხვა რეგიონებშიც მოხდეს, რითიც „ქართული ოცნება“ შეეცდება, ადგილობრივი ხელისუფლება უფრო ერთგული კადრებით დააკომპლექტოს, მაგრამ როგორც თავად „ოცნებასთან“ დაახლოებულები პირად საუბრებში აღნიშნავენ, ერთგულება ძალიან პირობითია.

„ოცნება“ მონოლითური პოლიტიკური გაერთიანება არ არის და იქ რამდენიმე მარტო მსხვილი დინება კი არა, ქვედინებებიც არსებობს, ანუ თუ მაგალითად, რომელიმე თანამდებობის პირი, ვთქვათ, პრემიერის ერთგულია, მის უწყებაში, მინიმუმ, განყოფილების ხელმძღვანელის დონეზე, არის ადამიანი, რომელიც კალაძეს ემეგობრება. გარდა ამისა, ისეთებიც არიან, რომლებიც ორმაგ თამაშსს თამშობენ,“ – ამბობენ „თაიმერთან“ არასაჯარო საუბრის დროს სუბექტები.

ნიკა მელიქიძე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 3, 2015 21:08