ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო შესაძლოა დაიხუროს

news
ავტ.: news ივლისი 27, 2015 13:34

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო შესაძლოა დაიხუროს

ქალაქ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოსთან მედპერსონალის აქცია გაიმართა. მათი განცხადებით, საავადმყოფოს შენობა სიმბოლურ ფასად „ბლოკ ჯორჯიაზე“ გაიყიდა. აქციის მონაწილეების განმარტებით, კომპანიის წარმომადგენლებმა დღეს საავადმყოფოს დირექტორის განუცხადეს, რომ ის გათავისუფლებულია სამსახურიდან და საავადმყოფოს ახალი დირექტორი ეყოლება. მედპერსონალი ვარაუდობს, რომ დირექტორთან ერთად ახალი კომპანია ძირითად ბირთვსაც გაათავისუფლებს სამსახურიდან და შესაძლოა საავადმყოფოც დაიხუროს.

დღესვე საავადმყოფოს ერთ-ერთმა პაციენტმა პროტესტის ნიშნად ვენები გადაიჭრა. მისი მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.

ვითარების გასარკვევად ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. კომპანია „ბლოკ ჯორჯიას: წარმომადგენელს ამ წუთებში ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში კითხავენ.

infeqciuri

news
ავტ.: news ივლისი 27, 2015 13:34