ზოოპარკში დღეს აღმოჩენილი ცხედარი ლიზა ზარანდია აღმოჩნდა

news
ავტ.: news ივნისი 18, 2015 12:12

ზოოპარკში დღეს აღმოჩენილი ცხედარი ლიზა ზარანდია აღმოჩნდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ დღეს დილით აღმოჩენილი ცხედარი ლიზა ზარანდია აღმოჩნდა.

გოგონას ცხედარი მაშველებმა გამთენიისას ზოოპარკის ტერიტორიაზე ნახეს. ახლობლებმა ცხედარი საათით, აქსესუარებით და ტანსაცმლით ამოიცნეს.

ლიზა ზარანდია თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაკარგულად ითვლებოდა.

ლიზა და ინდირა ზარანდიები რამდენიმე დღის წინ ასევე გარდაცვლილი მზიურის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.

სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 19 ადამიანი.

news
ავტ.: news ივნისი 18, 2015 12:12