ზოოპარკის დირექციაზე საქმე აღიძრა…

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 17, 2015 18:22

ზოოპარკის დირექციაზე საქმე აღიძრა…

მნიშვნელოვანი

  • ვაცნობიერებ, რომ ჩემი ინფორმაციით გაავრცელეს ინფორმაცია საფრთხის აღარ არსებობის შსახებ, და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჩემი ბრალია“, - აცხადებს ზურაბ გურიელიძე.

სხვა სტატიები

„ყველა ინფორმაციით, რაც გუშინ საღამოს გვქონდა, საფრთხე არ არსებობდა, ამის მიუხედავად შსს მაინც პატრულირებდა ტერიტორიაზე, მაგრამ შიგნით შენობებში ძებნა არ ხორციელდებოდა.
ვაცნობიერებ, რომ ჩემი ინფორმაციით გაავრცელეს ინფორმაცია საფრთხის აღარ არსებობის შსახებ, და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჩემი ბრალია“, – აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.
,,გვეგონა, რომ ვეფხვი ლაფში იყო ჩაფლული, თუმცა აღმოჩნდა რომ ცოცხალი იყო,, განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.
ზოოპარკის დირექტორის განცხადებით ზოოპარკს კვლავ აკლია 2 ცხოველი: ვეფხვი და აფთარი.
როგორც ზოოპარკის დირექტორი აცხადებს, აფთარი, რომელიც პატარა ზომისაა ადამიანებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.
ამ წუთებში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის პროკურატურამ ზოოპარკის დირექტორსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებზე საქმე 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღძრა, რაც საჯარო მოხელის მხრიდან სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 17, 2015 18:22