ზოოპარკის გაუქმების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

news
ავტ.: news ივნისი 21, 2015 15:40

ზოოპარკის გაუქმების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

თბილისის მერიასთან ზოოპარკის გაუქმების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. აქცია ორგანიზებულია არასამთავრობო ორგანიზაცია “ვეგან ჯორჯიას” მიერ.
აქციის 20-მდე მონაწილეს უჭირავს შემდეგი შინაარსის ტრანსფარანტები: “ჩვენ არ გვინდა ზოოპარკი”, “ზოოპარკი ციხეა”.
როგორც “ვეგან ჯორჯიას” წარმომადგენელი ვახტანგ უშვერიძე აცხადებს, მათი მოთხოვნაა საერთოდ გაუქმდეს ზოოპარკი, რადგან მისი თქმით, ეს არის ცხოველებისთვის საპყრობილე.
აქციის მონაწილეები გამოდიან ინიციატივით, ქალაქგარეთ ცხოველებისთვის ნაკრძალი განთავსდეს.

news
ავტ.: news ივნისი 21, 2015 15:40