ზვიად ქორიძე: მსჯავრდებულთა გათავისუფლების მექანიზმის გამარტივება აუცილებელია

news
ავტ.: news იანვარი 5, 2015 11:46

ზვიად ქორიძე: მსჯავრდებულთა გათავისუფლების მექანიზმის გამარტივება აუცილებელია

მნიშვნელოვანი

  • შეწყალების კომისიის თავმჯდომარე მსჯავრდებულთა ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის გაუქმების იდეას მიესალმება. ზვიად ქორიძეს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულთა გათავისუფლების მექანიზმის გამარტივება აუცილებელია და

სხვა სტატიები

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე მსჯავრდებულთა ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის გაუქმების იდეას მიესალმება. ზვიად ქორიძეს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულთა გათავისუფლების მექანიზმის გამარტივება აუცილებელია და ეს საზოგადოების აქტიური ჩართვით უნდა მოხდეს.

„ეს პროცესი იქნება მიმართული იქითკენ, რომ კიდევ უფრო ლიბერალური გახდეს მიდგომა მსჯავრდებულთა ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმთან დაკავშირებით და კიდევ უფრო მეტად პრიორიტეტული იქნება, ერთი მხრივ, მსჯავრდებულთა ინტერესები და მეორე მხრივ, საზოგადოების ინტერესები,” – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

მსჯავრდებულთა ვადამდე გათავისუფლების კომისია შვიდი წევრისგან შედგება და ის დაკომპლექტებულია საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით. მუდმივმოქმედი კომისიის ფუნქციები ადგილობრივ საბჭოებზე გადანაწილდება – სწორედ ამ საბჭოების მიერ განხილულ საქმეებზე იღებდა გადაწყვეტილებას გათავისუფლების შესახებ აღნიშნული კომისია.

news
ავტ.: news იანვარი 5, 2015 11:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics