ზვიად ქაწაშვილი – მეხანძრე-მაშველები დიდუბეში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაკარგულ რამდენიმე პირს ეძებენ

news
ავტ.: news აგვისტო 4, 2015 20:01

ზვიად ქაწაშვილი – მეხანძრე-მაშველები დიდუბეში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაკარგულ რამდენიმე პირს ეძებენ

მნიშვნელოვანი

  • საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ზვიად ქაწაშვილის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები დიდუბეში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაკარგულ რამდენიმე პირს ეძებენ.

სხვა სტატიები

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ზვიად ქაწაშვილის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები დიდუბეში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაკარგულ რამდენიმე პირს ეძებენ.
როგორც ქაწაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არ არის გამორიცხული, რომ საწყობში მომუშავე პირთაგან ერთი ან ორი დაკარგული იყოს.
რაც შეეხება გუდაუთის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს, ცეცხლი თითქმის ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ხანძრის ადგილზე 28 მანქანა და 125 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. მისივე განმარტებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი, წინასწარი ვარაუდით, დაუდევრობა გახდა.
სიტუაციის გასაცნობად ადგილზე იმყოფება თბილისის მერი დავით ნარმანია, რომელმაც ხანძრის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ დიდუბის გამგებლის, ირმა ზავრადაშვილისგან მოისმინა.

news
ავტ.: news აგვისტო 4, 2015 20:01

Google სტატისტიკა


5,794
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics