ზვიად კვაჭანტირაძე – თუ პრემიერი აბაშიძე-კარასინის ფორმატში ცვლილებას გეგმავს, იმედია, ამას პარლამენტთან კონსულტაციების გარეშე არ გააკეთებენ

news
: news თებერვალი 24, 2015 16:06

ზვიად კვაჭანტირაძე – თუ პრემიერი აბაშიძე-კარასინის ფორმატში ცვლილებას გეგმავს, იმედია, ამას პარლამენტთან კონსულტაციების გარეშე არ გააკეთებენ

მნიშვნელოვანი

  • მაინტერესებს, ხომ არ იგეგმება მთავრობის მხრიდან კარასინი-აბაშიძის ფორმატში რაიმე ცვლილებების შეტანა, - კითხვას ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე სვამს.

სხვა სტატიები

მაინტერესებს, ხომ არ იგეგმება მთავრობის მხრიდან კარასინი-აბაშიძის ფორმატში რაიმე ცვლილებების შეტანა, – კითხვას ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე სვამს.
როგორც დეპუტატმა  განაცხადა, კარასინი-აბაშიძის ფორმატთან დაკავშირებით ბევრი კრიტიკა ისმის და მის მიერ დასმული კითხვა ლეგიტიმურია.
“ჩვენი მოლაპარაკებების ერთადერთი ფორმატი არის ჟენევის ფორმატი და ამ ფორმატის გაძლიერებასა და მისი ეფექტურობის გაზრდაზე უნდა ვიზრუნოთ. აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატს კონკრეტული ჩარჩოები აქვს. ის წარმოადგენს საკომუნიკაციო არხს და მოლაპარაკებების ფორმატი არ არის. თუკი მთავრობა, პრემიერ-მინისტრი აბაშიძე-კარასინის ფორმატში რაიმე ცვლილებას ან ზურაბ აბაშიძის, როგორც პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის ფუნქციების გადახედავს გეგმავს, იმედი მაქვს, ამას საქართველოს პარლამენტთან კონსულტაციების გარეშე არ გააკეთებენ, რადგან ამან შეიძლება ფუნდამენტურად შეცვალოს, კორექტივები შეიტანოს ჟენევის ფორმატში, რაც მიმაჩნია, რომ სათუთად მოსაფრთხილებელია”, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” ზვიად კვაჭანტირაძემ.

news
: news თებერვალი 24, 2015 16:06

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,971
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics