ზესტაფონი-თერჯოლის მონაკვეთზე ახლადგახსნილი ავტობანის სავალი ნაწილი ჩაინგრა

news
ავტ.: news იანვარი 24, 2015 16:05

ზესტაფონი-თერჯოლის მონაკვეთზე ახლადგახსნილი ავტობანის სავალი ნაწილი ჩაინგრა

ამ დროისთვის შეფერხებულია მოძრაობა დასავლეთ საქართველოს მიმართულებით. ზესტაფონთან, სოფელ სიქთარვასთან, ახლადგახსნილი ავტობანის სავალი ნაწილი ჩაიწია, რის გამოც ავტოტრანსპორტის გატარება ცალმხრივად, რიგრიგობით ხორციელდება.

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, გატარებულია პირველადი ღონისძიებები და მიმდინარეობს გზის აღდგენითი სამუშაოები.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ამაშუკელი, ამბობს, გზა დღეს საღამომდე გაიხსნება.

“ზესტაფონი-თერჯოლის მონაკვეთზე გზის სავალი ნაწილის დაახლოებით 10-მეტრიანი მონაკვეთის დაწევა მოხდა. ღამითვე დაუყონებლივ დავიწყეთ აღდგენითი სამუშაოს ჩატარება. მობილიზებული არის გზების დეპარტამენტი და დღის ბოლომდე გზის სავალი ნაწილი სრულად იქნება აღდგენილი,” – აცხადებს გიორგი ამაშუკელი.

news
ავტ.: news იანვარი 24, 2015 16:05

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


15,060
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics