ზემფირას თბილისურმა საქციელმა რუსეთის დუმა შეაშფოთა (PHOTO-VIDEO)

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 4, 2015 16:22

ზემფირას თბილისურმა საქციელმა რუსეთის დუმა შეაშფოთა (PHOTO-VIDEO)

მნიშვნელოვანი

  • ცნობილმა რუსმა მომღერალმა ზემფირამ, თბილისში, 3 ივლისს,  ,, Tbilisi Open Air,,-ის ფესტივალზე გამოსვლისას, სიმღერის ,,Интересно, как ты там,, (საინტერესოა შენ იქ როგორ ხარ) შესრულებისას, მაყურებლის მიერ მიწოდებული უკრაინული დროშა ააფრიალა...

სხვა სტატიები

VsfRAYgU7M8ცნობილმა რუსმა მომღერალმა ზემფირამ, თბილისში, 3 ივლისს,  ,, Tbilisi Open Air,,-ის ფესტივალზე გამოსვლისას, სიმღერის ,,Интересно, как ты там,, (საინტერესოა შენ იქ როგორ ხარ) შესრულებისას, მაყურებლის მიერ მიწოდებული უკრაინული დროშა ააფრიალა… ცოტა ხნის შემდეგ კი დროშა მიკროფონს მიაბა და განაგრძო შესრულება.

ზემფირას ამ ნაბიჯს არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა უკრაინასა და რუსეთში…   უკრაინელები რა თქმა უნდა კმაყოფილი დარჩნენ რუსი მომღერლის ამ ჟესტით, რაც უკრაინულ მედიაშიც აისახა… რასაც ვერ ვიტყვით რუსულ მედიასა და რუსული პოლიტ-ელიტის წარმომადგენლებზე…

zemfira_flag_ukrainy_novosti_tbilisiრუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსეი პუშკოვმა, ზემფირას აქციის მიმართ თავისი აღშფოთება გამოხატა და ,,ტვიტერის,, მეშვეობით  მკითხველებს ზემფირას თბილისური საქციელის შეფასება თხოვა…

,,გთხოვთ გამოხატოთ თქვენი დამოკიდებულება ზემფირას მიერ მოწყობილ აქციაზე თბილისში… სადაც ის უკრაინულ დროშას აფრიალებდა. ვინხართ მომხრე და ვინ მოწინააღმდეგე,, წერს პუშკოვი…

რუსული მედია, სხვა რუსი პოლიტიკოსების უარყოფითი რეაქციების შესახებაც წერს ზემფირას თბილისური საქციელის მიმართ… აღნიშნავენ, რომ ქართველი მაყურებელი დადებითად შეხვდა მომღერლის ამ ნაბიჯს და რომ არ იციან ზემფირას ეს აქცია ექსპრომტი იყო თუ წინასწარ დაგეგმილი მომღერლის მიერ… ამას გარდა ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ აისახება რუსული პოლიტიკური ისტემბლიშმენტის უარყოფიტი რეაქცია, ზემფირას მომავალ კარიერაზე.

www.timer.ge

/,,ზემფირას თბილისური საქციელი,, -იხილეთ ვიდეო/

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 4, 2015 16:22