ზაჰესის დასახლებასთან ხვალ ორი ხიდი დაიკეტება

news
: news იანვარი 24, 2015 18:04

ზაჰესის დასახლებასთან ხვალ ორი ხიდი დაიკეტება

მნიშვნელოვანი

  • ზაჰესის დასახლებასთან მდებარე სარკინიგზო გზაგამტარი ხიდისა და ხიდი - აკვედუკის რეკონსტრუქცია იწყება.

სხვა სტატიები

ზაჰესის დასახლებასთან მდებარე სარკინიგზო გზაგამტარი ხიდისა და ხიდი – აკვედუკის რეკონსტრუქცია იწყება.
როგორც “თაიმერს” თბილისის მერიიდან აცნობეს, ამ მიზნით ორივე ხიდი ხვალ, 25 იანვარს, 24:00 საათიდან დაიკეტება. რეკონსტრუქციის გამო დაკეტილი ხიდების ნაცვლად, ტრანსპორტის მოძრაობა შემოვლითი გზებით, ზაჰესის მიმართულებით მცხეთის გზიდან, დიღმის მიმართულებით – გლდანიდან იქნება შესაძლებელი.
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის ავთანდილ სუდაძის თქმით, სარეკონსტრქციო სამუშაოები, რომელსაც შპს “სამშენებლო კომერციული კორპორაცია ხიდი” აწარმოებს, 400 დღის მანძილზე გაგრძელდება. მისივე თქმით, პროექტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 462 000 ლარია გამოყოფილი.
“დღეის მდგომარეობით, სარკინიგზო გზაგამტარი ხიდი და ხიდი-აკვედუკი ამ ტიპის ნაგებობების საექსპლუატაციო სტანდარტებს არ შეესაბამება. ნაგებობების რეკონსტრუქცია 2013 წელს ჩატარებული გამოკვლევების დასკვნის საფუძველზე, თანამედროვე სტანდარტებით მოხდება”, – განაცხადა ავთანდილ სუდაძემ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე სრული დემონტაჟი ჩაუტარდება 35 მეტრის სიგრძის და 11.60 მეტრის სიგანის სარკინიგზო გზაგამტარის რკინა-ბეტონის კონსტრუქციას, რის შემდეგაც აშენდება ახალი ხიდი. უსაფრთხოებისა და ახალი ტექნოლოგიების სტანდარტების დაცვით მოეწყობა ბურჯები, ფერდის გასამაგრებელი საყრდენი კედელი, სავალი ნაწილი, ტროტუარები და ბორდიურები.
უსაფრთხოებისა და ახალი ტექნოლოგიების სტანდარტების დაცვით განხორციელდება ხიდი – აკვედუკის რეკონსტრუქციაც, რომლის სიგრძე 120, სიგანე კი 12 მეტრია. მოხდება ნაგებობის დემონტაჟი, ბურჯების გარდა, მოეწყობა ხიდთან არსებული ფერდის გასამაგრებელი კედელი, სავალი ნაწილი, ტრორუარები და ბორდიურები.
მერიის ცნობით, ზაჰესის სარკინიგზო გზაგამტარი ხიდი და ხიდი – აკვედუკი გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენდა. ნაგებობების სარეკონსტრუქციო სამუშაოები 80-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებულა.

news
: news იანვარი 24, 2015 18:04

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,680
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics