ზაქარია ქუცნაშვილი – წარდგენის შემთხვევაში, გამარჯვების იმედი მაქვს

news
: news თებერვალი 14, 2015 17:36 განახლებულია

ზაქარია ქუცნაშვილი – წარდგენის შემთხვევაში, გამარჯვების იმედი მაქვს

მნიშვნელოვანი

  • დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენის შემთხვევაში პარლამენტის მხარდაჭერის იმედი აქვს.

სხვა სტატიები

დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენის შემთხვევაში პარლამენტის მხარდაჭერის იმედი აქვს.
როგორც ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არც ერთი საქმე, რომელიც დაუწყია, ბოლომდე მიყვანის გარეშე არ დაუტოვებია.
“ეს არის ბოლო ეტაპი. მე არც ერთი საქმე, რაც დამიწყია, ბოლომდე მიყვანის გარეშე არ დამიტოვებია. ასე, რომ მე იმედი მაქვს, წარდგენის შემთხვევაში იქნება პარლამენტის მხარდაჭერა. საპარლამენტო უმრავლესობაში არის 87 დეპუტატი, ასევე არიან დამოუკიდებელი დეპუტატები, “თავისუფალი დემოკრატების”‘ფრაქცია. შესაბამისად, მე წარდგენის შემთხვევაში, გამარჯვების მიღწევის იმედი ნამდვილად მაქვს”, – აღნიშნა ქუცნაშვილმა.
პრეზიდენტი დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე დასახელებულ კანდიდატებს შეხვდა. შეხვედრა, რომელზეც ქვეყნის პირველმა პირმა კანდიდატთა პროგრამები მოისმინა, ავლაბრის რეზიდენციაში 5 საათს გაგრძელდა.

news
: news თებერვალი 14, 2015 17:36 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,229
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics