ზაქარია ქუცნაშვილი: ჩამოვედი იმისთვის, რომ ვნახო გაიმართება შოუ თუ საქმიანი შეხვედრა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 28, 2015 15:46

ზაქარია ქუცნაშვილი: ჩამოვედი იმისთვის, რომ ვნახო გაიმართება შოუ თუ საქმიანი შეხვედრა

ზაქარია ქუცნაშვილი: ჩამოვედი იმისთვის, რომ ვნახო გაიმართება შოუ თუ საქმიანი შეხვედრასაპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის სხდომაზე იმის სანახავად ჩამოვიდა სხდომაზე საქმიან რეჟიმში წარიმართება თუ შოუს სახეს მიიღებს. ამის შესახებ ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩამოვედი იმისთვის, რომ ვნახო გაიმართება შოუ თუ საქმიანი შეხვედრა. შოუს სესიის ინიციატორებისგან ველოდები ხოლო საქმიან განხილვას საქმიანი ხალხისგან“– განაცხადა დეპუტატმა.
რაც შეეხება დაკონკრეტებას ვის მიიჩნევს, ქუცნაშვილი საქმიანად – დეპუტატმა თავი შეიკავა.
„საქმიანი ხალხი ყველგან არის ისევე როგორც შოუმენები“– დასძინა მან.
შეგახსენებთ, დღეს ეკონომიკურ საკითხებზე მსჯელობისთვის ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რიგგარეშე სხდომის ჩატარება მოითხოვა. უკვე ორჯერ სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო გადაიდო. თუ 16 საათზე დაგეგმილი სხდომაზეც კვორუმი არ შედგა სესია ჩაშლილად გამოცხადდება.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 28, 2015 15:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,719
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics