“ზაქარია ქუცნაშვილი თავის თავს აძლევს უფლებას, თქვას იმდენი სიცრუე და სისულელე, რომ მერე თვითონ ვარდება მძიმე სიტუაციაში”

news
: news თებერვალი 13, 2015 15:56

“ზაქარია ქუცნაშვილი თავის თავს აძლევს უფლებას, თქვას იმდენი სიცრუე და სისულელე, რომ მერე თვითონ ვარდება მძიმე სიტუაციაში”

სამწუხაროდ, ზაქარია ქუცნაშვილს იმდენად უნდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა, ხშირ შემთხვევაში თავის თავს აძლევს უფლებას, თქვას იმდენი სიცრუე და სისულელე, რომ მერე თვითონ ვარდება მძიმე სიტუაციაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც საგანელიძემ აღნიშნა, პრობლემა სარპარლამენტო უმრავლესობაში არ ყოფილა.
“პრობლემა უმრავლესობაში არ იყო. უმრავლესობაში არის შვიდი ფრაქცია, შვიდიდან ექვსს არავითარი პრეტენზია არაფერზე არ გამოუთქვამს, რადგან არანაირი პრობლემა უმრავლესობაში არ იყო, ეს არის ფრაქციის პრობლემა. სწორედ ამიტომ ვატარებთ სხდომას, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. თუ ქუცნაშვილს რამე პრობლემა აქვს ინფორმირებულობასთან დაკავშირებით, პირველ რიგში უნდა ჰკითხოს ფრაქციის ხელმძღვანელს”, – განაცხადა დავით საგანელიძემ.
მისივე განმარტებით, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იყო პარტიის პოლიტსაბჭოს მიერ, კოალიციის პოლიტსაბჭოს მიერ, ფრაქციის და კომიტეტის თავმჯდომარისთვის, ასევე ყველა ვიცე სპიკერისთვის ეს ცნობილი იყო.
“რაც შეეხება ფრაქციების ხელმძღვანელებს, მათ ევალებათ, რომ ფრაქციის წევრებს მიაწოდონ ინფორმაცია. ქუცნაშვილი ამ თემაზე მხოლოდ მას შემდეგ ალაპარაკდა, როცა თავისი კანდიდატურა დააყენა და დაინახა, რომ ეს კრიტერიუმები მის კანდიდატურას მთლად ბოლომდე ვერ ერგებოდა”, – განაცხადა დავით საგანელიძემ.
მისვიე ინფორომაციით, ფრაქციიდან არავის გარიცხვის საკითხი არ დგას, თუმცა ” მორალურ საქციელზე ზოგს პასუხი მოეკითხება”.
კოალიცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ოფისში ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სხდომა მიმდინარეობს.

news
: news თებერვალი 13, 2015 15:56

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,229
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics