ზაქარია ქუცნაშვილისთვის მისაღებია, თუკი პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა პოლიტიკური განცხადებების ფორმატში წარიმართება

news
ავტ.: news თებერვალი 16, 2015 20:50 განახლებულია

ზაქარია ქუცნაშვილისთვის მისაღებია, თუკი პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა პოლიტიკური განცხადებების ფორმატში წარიმართება

მნიშვნელოვანი

  • საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლის, ზაქარია ქუცნაშვილისთვის მისაღებია, თუკი პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლა პოლიტიკური განცხადებების ფორმატში წარიმართება.

სხვა სტატიები

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლის, ზაქარია ქუცნაშვილისთვის მისაღებია, თუკი პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლა პოლიტიკური განცხადებების ფორმატში წარიმართება.
“წინააღმდეგი არ ვარ, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას დეპუტატების გამოსვლა მოჰყვეს. თუკი პრეზიდენტი საჭიროდ თვლის ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საკითხებზე ზოგადი შეფასება გააკეთოს, ამ ზოგად შეფასებას შეიძლება საპარლამენტო განხილვები მოჰყვეს”, – განუცხადა ჟურნალისტებს ზაქარია ქუცნაშვილმა.
ამ წუთებში “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრები იკრიბებიან, სადაც ფრაქციის დახურული სხდომა გაიმართება. დეპუტატების ცნობით, განხილვის ერთ-ერთი თემაა პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატი.

news
ავტ.: news თებერვალი 16, 2015 20:50 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics