ზალდასტანიშვილის ქუჩაზე ხეების უკანონო მოჭრასთან დაკავშირებული მასალები საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნა

news
ავტ.: news აგვისტო 19, 2015 10:58

ზალდასტანიშვილის ქუჩაზე ხეების უკანონო მოჭრასთან დაკავშირებული მასალები საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნა

მნიშვნელოვანი

  • თბილისში, ზალდასტანიშვილის ქუჩა 19 ნომერში ხეების მოჭრის ფაქტთან დაკავშირებული მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნა, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

სხვა სტატიები

თბილისში, ზალდასტანიშვილის ქუჩა 19 ნომერში ხეების მოჭრის ფაქტთან დაკავშირებული მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნა, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც ნარმანიამ აღნიშნა, მერიაში შემოვიდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ზალდასტანიშვილის ქუჩა 19 ნომერში გადამხმარ ხეებთან ერთად მოიჭრა 21 ფიჭვის საღი ხე.
“ადგილი ჰქონდა თვალთმაქცობას, კერძოდ, მუნიციპალიტეტისთვის თვალის ახვევის მცდელობას, რაც მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ არავის ეპატიება. ჩვენ გავეცით მხოლოდ ზეხმელი ხეების მოჭრის ნებართვა, თუმცა მოქალაქეების მიერ რომელთაც გააჩნიათ მშენებლობის განზრახვა, საღი ხეები იქნა მოჭრილი. ჩვენს მიერ დაუყოვნებლივ მოხდა რეაგირება”, – განაცხადა ნარმანიამ.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ამიტომაც დღესვე მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საგამოძიებო უწყებებს გადაეგზავნება.
“ამ ქალაქში არავის ეპატიება ხეების უკანონო ჭრა. ყველა მკაცრად დაისჯება. ეს იქნება ჩვენი შეუვალი და უცვლელი პოზიცია”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

news
ავტ.: news აგვისტო 19, 2015 10:58

Google სტატისტიკა


18,783
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics