ზაზა ურუშაძე – გავგიჟდები კიდევ!

news
ავტ.: news იანვარი 15, 2015 18:33

ზაზა ურუშაძე – გავგიჟდები კიდევ!

“გავგიჟდები კიდევ!”, – ასე გამოეხმაურა ქართველი კინორეჟისორი ზაზა ურუშაძე მისი ფილმის, “მანდარინების” “ოსკარის” ნომინანტებს შორის დასახელებას.
“ვულოცავ ჩემს არაჩვეულებრივი ჯგუფის წევრებს. ვულოცავ ქართულ კინოს!”, – დაწერა რეჟისორმა “ფეისბუქზე”.
ზაზა ურუშაძის ფილმი “მანდარინები” ამერიკის კინოაკადემიის გადაწყვეტილებით, ოსკარის 87-ე დაჯილდოების ცერემონიაზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ნომინანტებს შორის დასახელდა. ფილმი ესტონეთმა წარადგინა.
ამავე კატეგორიაში დასახელდნენ “ლევიათანი” (რუსეთი), “იდა” (პოლონეთი), “ტიმბუქტუ” (მავრიკია) და ველური ზღაპრები (არგენტინა).
“ოსკარის” დაჯილდოების 87-ე ცერემონია 22 თებერვალს დოლბის თეატრში გაიმართება.

news
ავტ.: news იანვარი 15, 2015 18:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics