„ვცდილობთ, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი მინიმალურად მტკივნეული იყოს“

news
ავტ.: news ივლისი 3, 2015 15:33

„ვცდილობთ, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი მინიმალურად მტკივნეული იყოს“

მნიშვნელოვანი

  • ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე აუცილებლად უნდა გადავიდეს, რადგან ეს ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებაა.

სხვა სტატიები

ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე აუცილებლად უნდა გადავიდეს, რადგან ეს ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებაა.

როგორც კვირიკაშვილი აცხადებს, საზოგადოებას მაქსიმალურად მიეწოდება აღნიშნულ პროეცესთან დაკავშირებით ინფორმაცია. ეკონომიკის მინისტრი ასევე მადლობას უხდის საბანკო ასოციაციას, რომელიც სამინისტროს მოლაპარაკებებში დაეხმარა, რომ ბანკებს სეთ-თოფ ბოქსებზე განვადება მიეღოთ.

„ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. ფაქტობრივად, მთელი სამინისტრო გარდაიქმნა ქოლ-ცენტრად იმისთვის, რომ მოქალაქეებს ყველა კითხვაზე ჰქონდეთ პასუხი. ბანკებთან შედგა მოლაპარაკება, რომ განვადებები ფართოდ იქნას გამოყენებული და ამისთვის, მადლობა საბანკო ასოციაციას. ეს არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ ეს არის ჩვენი საერთაშორისო ვალდებულება. ჩვენ ვცდილობთ მინიმალურად მტკივნეული იყოს ეს პროცესი“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 1 ივლისიდან საქართველო ანალოგური მაუწყებლობიდან, ეტაპობრივად, ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის. პროცესი სავარაუდოდ სექტემბერში უნდა დასრულდეს.

news
ავტ.: news ივლისი 3, 2015 15:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,454
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics