“ვფიქრობ, ქუთაისი მთავრობის სახლი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიყიდოს”

news
ავტ.: news აპრილი 26, 2015 16:30

“ვფიქრობ, ქუთაისი მთავრობის სახლი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიყიდოს”

მნიშვნელოვანი

  • "თავისუფალი დემოკრატები" ქუთაისის მთავრობის სახლის გაყიდვასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მიესალმებიან.

სხვა სტატიები

“თავისუფალი დემოკრატები” ქუთაისის მთავრობის სახლის გაყიდვასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მიესალმებიან.

როგორც “თავისუფალი დემოკრატები” წევრი გია ცაგარეიშვილი აცხადებს, შენობის გაყიდვა რაც შეიძლება მცირე ხანში უნდა მოხდეს.

“ვფიქრობ, რომ ამან მხარეს და ქალაქს სიკეთე არ მოუტანა. დახარჯულია დაახლოებით, 500 მილიონზე მეტი იმ ქალაქში, სადაც არ არის გზები, წყალგაყვანილობა. ვფიქრობ, ეს შენობა უნდა გაიყიდოს, რაც შეიძლება სწრაფად. სხვა არის რომ ჩვენი მთავრობა ამას ვერ ახერხებს”,- აცხადებს ცაგარეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქუთაისის მთავრობის სახლი უნდა გაიყიდოს.

“მე არა მხოლოდ მთავრობის სახლის ფუნქციაზე ვფიქრობ, არამედ ვფიქრობ, რა ფუნქცია უნდა მოვუძებნოთ ქუთაისის პარლამენტის შენობას. 350 მილიონი დაიხარჯა პარლამენტის აშენებაში და 80 მილიონი დაჯდა მთავრობის სახლი. ქუთაისს არ აქვს ელემენტარული პირობები – წყალი, კანალიზაცია და ა.შ. ჩვენ ეს პროექტი დავიწყეთ გასულ წელს, გვიჯდება 100 მილიონი ევრო, რომ მთლიანად იყოს რეაბილიტირებული ქუთაისის წყალმომარაგების სისტემა და კანალიზაცია. ეს იყო უპირველესად გასაკეთებელი მთავრობის მხრიდან და არა – გაუგებარი ულტრათანამედროვე პარლამენტის შენობა და მთავრობის სახლი, მაშინ, როდესაც თბილისში გვაქვს მთავრობის სახლიც და პარლამენტიც, გვაქვს რომლის რემონტი 20-25 მილიონი დაჯდა. რა საჭირო იყო 400 მილიონის გადახდა, რომელიც მთელ ქუთაისს რეალურად შეცვლიდა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში ვიზიტისას.

news
ავტ.: news აპრილი 26, 2015 16:30