ვორონეჟელ ოჯახს 8 წლით აღეკვეთა თავისუფლება ყაყაჩოს თესლიანი ფუნთუშისთვის

newsnews
ავტ.: newsnews ივლისი 8, 2015 13:53

ვორონეჟელ ოჯახს 8 წლით აღეკვეთა თავისუფლება ყაყაჩოს თესლიანი ფუნთუშისთვის

ვორონეჟელ ოჯახს 8 წლით აღეკვეთა თავისუფლება ყაყაჩოს თესლიანი ფუნთუშისთვისვორონეჟის რაიონულმა სასამართლომ 8 წლით აღუკვეთა თავისუფლება ოჯახის 4 წევრს, რომლებიც საკუთარ კაფეში ყაყაჩოს თესლიან ფუნთუშებს ყიდდნენ.

58 წლის ალექსანდრ პოლუხინმა 8 წელი და 4 თვე მიიღო მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, ცოლს, ქალიშვილს და დას 8 წელი მიესაჯათ.
სასამართლო პროკურატურას დაეთანხმა, რომ ოჯახი გააზრებულად და მიზანმიმართულად ყიდდა ფუნთუშებს სამომხმარებლო ყაყაჩოს თესლით, ამასთანავე ფუნთუშებს ოპიუმს აყრიდნენ და ადგილობრივ ნარკომანებს სთავაზობდნენ.
სასამართლოზე დამოუკიდებელი ექსპერტების მტკიცებამ იმასთან დაკავშირებით, რომ სამომხმარებლო ყაყაჩოს თესლი ნარკოტიკული შემადგენლობის გარეშე არ არსებობს, განაჩენზე ვერ იმოქმედა.

newsnews
ავტ.: newsnews ივლისი 8, 2015 13:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,893
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics