ვლადიმერ პუტინი 2014 წლის მნიშვნელოვან მოვლენებად სოჭის ოლიმპიადას და “ყირიმის შემოერთებას” მიიჩნევს

news
ავტ.: news აპრილი 16, 2015 13:20

ვლადიმერ პუტინი 2014 წლის მნიშვნელოვან მოვლენებად სოჭის ოლიმპიადას და “ყირიმის შემოერთებას” მიიჩნევს

მნიშვნელოვანი

  • რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა "პირდაპირი ხაზი" გასული წლის შეჯამებით დაიწყო. მისი თქმით, 2014 წლის მთავარი მოვლენები რუსეთისთვის "ყირიმის შემოერთება" და სოჭის ოლიმპიადა იყო. ამას გარდა, პუტინის განცხადებით, რუსეთში მშპ 0,6 პროცენტით გაიზარდა. ნავთობის წარმოებამ კი რეკორდულ მაჩვენებელს - 525 მილიონ ტონას მიაღწია.

სხვა სტატიები

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა “პირდაპირი ხაზი” გასული წლის შეჯამებით დაიწყო. მისი თქმით, 2014 წლის მთავარი მოვლენები რუსეთისთვის “ყირიმის შემოერთება” და სოჭის ოლიმპიადა იყო. ამას გარდა, პუტინის განცხადებით, რუსეთში მშპ 0,6 პროცენტით გაიზარდა. ნავთობის წარმოებამ კი რეკორდულ მაჩვენებელს – 525 მილიონ ტონას მიაღწია.
მისივე თქმით, რუსეთის მთავრობამ მოახერხა ინფლაციის დონის ზრდის შეჩერება.
პუტინმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნიდან კაპიტალის გადინებაზეც და აღნიშნა, რომ რუსეთში ამ კუთხით კატასტროფული ვითარება არ არის. ვლადიმერ პუტინს ერთი კვირის განმავლობაში 2 მილიონზე მეტმა მოქალაქემ გაუგზავნა კითხვა. როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, კითხვების უმრავლესობა ძირითადად ანაზღაურებას, გაზრდილი გადასახადებს, ვალუტის კურსს, საპენსიო რეფორმასა და კომუნალური მომსახურებების კუთხით არსებულ პრობლემებს ეხება.

news
ავტ.: news აპრილი 16, 2015 13:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,027
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics