ვლადიმერ პუტინი – უკრაინამ მშვიდობიანი პერიოდი ძალების გადაჯგუფებისთვის გამოიყენა

პუტინმა თანამოქალაქეებისგან ისევ მხარდაჭერა მიიღო

ოფიციალური კიევი უარს ამბობს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზით სიარულზე და მშვიდობიანი პერიოდი ძალების გადაჯგუფებისთვის გამოიყენა. “იტარ-ტასის” ინფორმაციით, ამის შესახებ დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც წინააღმდეგობა გაუწიეს, კიევმა საომარი მოქმედებები შეწყვიტა და ეს პერიოდი ჯარების გადაჯგუფებისთვის გამოიყენა, შემდეგ კი, ისევ განაგრძეს ეს მოქმედებები. “უკვე ათასობით ადამიანი დაიღუპა და ეს, რა თქმა უნდა, რეალური ტრაგედიაა”, – აღნიშნა პუტინმა. მისი თქმით, უკრაინაში, არსობრივად, სამოქალაქო ომია და ფიქრობს, რომ იქ ეს ყველას ძალიან კარგად ესმის.
დღესვე, რუსეთის პირველმა პირმა უკრაინის არმიას ნატოს ლეგიონი უწოდა, რომელიც, მისი თქმით, უკრაინის ეროვნულ ინტერესებს კი არ იცავს, არამედ აპირებს მიაღწიოს თავის გეოპოლიტიკურ მიზანს რუსეთის შეკავებასთან დაკავშირებით. ეს კი, პუტინის აზრით, სულაც არ ეთანხმება უკრაინელი ხალხის ეროვნულ ინტერესებს.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიკახა კალაძე – ვახტანგ გომელაური ღირსეული, პატიოსანი პიროვნება და მაღალი დონის პროფესიონალია
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – გარკვეული ჯგუფები ცდილობენ ვაზაგაშვილების ოჯახის ტრაგედია პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენონ