ვლადიმერ პუტინი: უკრაინა მომავლის შენებას რუსეთთან ერთად დაიწყებს

news
ავტ.: news აგვისტო 18, 2015 12:31

ვლადიმერ პუტინი: უკრაინა მომავლის შენებას რუსეთთან ერთად დაიწყებს

ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საგარეო მმართველობა დამყარდა.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ანექსირებულ ყირიმში ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ არაფორმალური შეხვედრის დროს ისაუბრა.

მისი თქმით, სამარცხვინო პრაქტიკა და უკრაინელი ხალხის დამცირებაა, როდესაც მთავრობასა და რეგიონებში მაღალი თანამდებობები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ დაკავებული.

ვლადიმერ პუტინი ასევე დარწმუნებულია, რომ უკრაინაში სიტუაცია მალე გამოსწორდება და ის მომავლის შენებას რუსეთთან ერთად დაიწყებს, რადგან რუსეთის ლიდერს მიაჩნია, რომ უკრაინელი და რუსი ხალხი ერთი ერია.

news
ავტ.: news აგვისტო 18, 2015 12:31

Google სტატისტიკა


2,461
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics