ვლადიმერ პუტინი: ეს არის გამოწვევები, რომლებსაც ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ

news
: news იანვარი 21, 2015 11:11

ვლადიმერ პუტინი: ეს არის გამოწვევები, რომლებსაც ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ

რუსეთი კვლავაც გააგრძელებს შეიარაღებული ძალების გაძლიერებას და აქცენტს მაღალი დონის ტექნოლიგებზე გააკეთებს. რუსეთის პრეზიდენტმა ამის შესახებ სამხედრო-სამრეწველო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები მზად უნდა იყვნენ დაიცვან ქვეყანა იმ საფრთხეებისგან, რომელიც ოფიციალურ მოსკოვს საზღვარგარეთიდან ემუქრება. ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ჯარის მოდერნიზაციის ძვირადღირებული პროგრამის ხარჯები არ შემცირდება.

„სამხედრო პოტენციალის გაძლიერება აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები იყოს თანამედროვე, მობილური და კარგად აღჭურვილი თავისი მთავარი ამოცანის განსახორციელებლად, რაც არის რისკებისა და პოლიტიკური საფრთხეების განეიტრალება. გარდა ამისა, ვხედავთ, როგორ ღიად ახდენენ სხვა ქვეყნები თავიანთი გეოპოლიტიკური ამბიციების დემონსტრირებას და თავიანთი სამხედრო პოტენციალის ხარჯზე ერევიან დამოუკიდებელი სახელმწიფოების შიდა საქმეებში. ეს არის გამოწვევები, რომლებსაც ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ,” – განაცხადა პუტინმა.

news
: news იანვარი 21, 2015 11:11

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,711
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics