ვლადიმერ ! ლადო ! Володя ! მცირე შანსი გაქვს გამოისყიდო დიდი დანაშაული, ა ლ ა პ ა რ ა კ დ ი !!!

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 26, 2015 01:42

ვლადიმერ ! ლადო ! Володя ! მცირე შანსი გაქვს გამოისყიდო დიდი დანაშაული, ა ლ ა პ ა რ ა კ დ ი !!!

ვლადიმერ ! ლადო ! Володя ! მცირე შანსი გაქვს გამოისყიდო დიდი დანაშაული, ა ლ ა პ ა რ ა კ დ ი !!!“დაახლოებით 2 წლის წინ ინგა გრიგოლიას გადაცემაში ,,რეაქცია” ვლადიმერ ბედუკაძის მისამართით დასმულმა ჩემმა შეკითხვამ მწვავე რეზონანსი გამოიღო და საზოგადოების უმრავლესობა ლანძღვა–გინებას არ იშურებდა ჩემს მიმართ. მათი აზრით მე საქართველოს გადამრჩენს, ყველაზე ვაჟკაც და პატრიოტ ქართველს შეურაცხყოფას ვაყენებდი და არ ვუფასებდი ქართველი ხალხის წინაშე გაწეულ გმირულ სამსახურს”-აცხადებს “რეფორმატორთა პარტიის” ლიდერი ირაკლი ღლონტი.
ვგრძნობდი, რომ ეს ადამიანი არ იყო მართალი, უფრო მეტიც დარწმუნებულიც კი ვიყავი, რომ იგი გახლდათ ამ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის დირიჟორიც და შემსრულებელიც. ვლადიმერ ბედუკაძეს ერთი შეკითხვა დავუსვი: როგორ გრძნობდა თავს, როცა ამ ხნის მანძილზე ამ წამებას უყურებდა, იღებდა ვიდეოკამერით და როგორ არ იმოქმედა ამის წინააღმდეგ.
რომელი გმირი ?! ,,გმირი”, რომელიც არაადამიანურ მოპყრობას წლების მანძილზე პირადად სჩადიოდა და თან ფირზე აფიქსირებდა ? გმირი ?! არა – ყველაზე საშიში მოქალაქე, ჩვეულებრივი მანიაკი !!!
ვლადიმერ ბედუკაძე დღეს თავისუფალია და ხაინდრავასთან ერთად ემზადება მორიგი მზაკვრობისთვის !
არჩილ კბილაშვილი ყოველთვის დარჩება პროკურატურის სისტემის ყველაზე უსუსურ მთავარ პროკურორად, რომელმაც დამალა სიმართლე, ხელი დააფარა დანაშაულს და რეალური დამნაშავე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით დატოვა პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე !
ვლადიმერ ! ლადო ! Володя ! მცირე შანსი გაქვს გამოისყიდო დიდი დანაშაული, ა ლ ა პ ა რ ა კ დ ი !!!–აცხადებს “თაიმერთან” ირაკლი ღლონტი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 26, 2015 01:42

Google სტატისტიკა


9,124
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics