ვლადიმერ ბედუკაძე ახალაიას: აი, ესაა თქვენი რეჟიმის რეალური სახე

ვლადიმერ ბედუკაძე ახალაიას: აი, ესაა თქვენი რეჟიმის რეალური სახე

ვლადიმერ ბედუკაძე ახალაიას: აი, ესაა თქვენი რეჟიმის რეალური სახესასჯელაღსრულების ყოფილი თანამშრომელი ვლადიმერ ბედუკაძე მედიასაშუალებებში გავცრელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალების შესახებ პირველ კომენტარს სოციალურ ქსელში აკეთებს.
„- აბა სად არის კადრები, აბა სად არიან მაჩვენე გაუპატიურებულები” – კიოდა გუშინ სასამართლო პროცესზე ბრალდებული ახალაია…
– აგერ ბატონო!
-აი, ესაა თქვენი რეჟიმის რეალური სახე!
-აი, ეს ხართ, ის ხალხი, ვინც იმ 13 %-ში მოიაზრებით!
-აი, ეს ხართ, სულდამპალო არსებებო!“ – წერს სოციალურ ქსელში ვლადიმერ ბედუკაძე.

შეგახსენებთ, რომ უკრაინული ვებ-გვერდი tube.ua სათაურით, “როგორ აწამებენ რეფორმატორები ადამიანებს ჩვენების მიღების მიზნით” ვიდეოს აქვეყნებს.
ვიდეოკადრებში რამდენიმე წლის წინ, სავარაუდოდ, სამეგრელოში, სამართალდამცავ უწყებაში განხორციელებული წამების ფაქტია ასახული.

გამოქვეყნებულ მასალაში მამაკაცზე სექსუალური ძალადობა ჩანს, რის შემდეგაც იგი გამომძიებელს ჩვენებას აძლევს.
აღნიშნული ვიდეომასალის ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში გავრცელებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

ვირუსის ბლოკატორები