ვიქტორ დოლიძე: ინსტიტუციებს მეტი პატივი უნდა ვცეთ

news
ავტ.: news აგვისტო 20, 2015 10:01

ვიქტორ დოლიძე: ინსტიტუციებს მეტი პატივი უნდა ვცეთ

ვინ უნდა გამოვიდეს სიტყვით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ეს საკითხი კვლავ აქტუალურია და ხელისუფლებას ძირითადი პოლიტიკური სპექტრისგან განსხვავებული პოზიცია აქვს.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ ამ თემაზე აჟიოტაჟი ტყუილად იქმნება.

გიორგი ვოლსკის მტკიცებით, ასამბლეის წევრებისთვის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის მოსმენა უფრო საინტერესო უნდა იყოს.

თუმცა, თავისუფალი დემოკრატები იმედს იტოვებენ, რომ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კოორდინაცია საბოლოოდ შედგება და არსებული უთანხმოება მოგვარდება.
„ინსტიტუციებს მეტი პატივი უნდა ვცეთ,“ – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

news
ავტ.: news აგვისტო 20, 2015 10:01