ვიქტორ დოლიძე: ვერ ვხედავ სამოქმედო გეგმას, რომ ვინმე აპირებს ამ საკითხების მოგვარებას

news
ავტ.: news აპრილი 6, 2015 15:28

“თავისუფალი დემოკრატების” წევრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ქვეყანაში მძიმე ვითარებაა, თუმცა ვერ ხედავს, რომ ხელისუფლება გამოსავალს ეძებს.

დეპუტატის თქმით, ოპოზიციის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში გახშირებული კრიმინალური ფაქტების გამო ხელისუფლება უნდა გადადგეს, ხელისუფლების შეცვლასთან დაკავშირებით არასაკმარისია. დოლიძის თქმით, იმ სოციალურ-ეკონომიკური კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე, რაც საქართველოშია, მინიმუმ ეკონომიკური გუნდი მაინც უნდა შეცვლილიყო.

„ქვეყანაში კრიმინოგენული მდგომარეობის გაუარესების გარდა ხელისუფლების არაეფექტურობასთან დაკავშირებით ბევრი სხვა მიზეზიც არსებობს. გახსოვთ ალბათ, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები, იგივე ირაკლი ალასანიას განცხადებები, რომელმაც რეალური პასუხი გასცა, რა ხდებოდა თავდაცვის უწყებაში. ავიღოთ იგივე ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგოამარეობა. ლარის დევალვაცია და კრიზისი ქვეყნის ფისკალურ სფეროში. ინვესტიციების მოზიდვა ფაქტობრივად ვერ ხერხდება, ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებმა მნიშვნელოვანდ იკლო. არ მაქვს იმის იმედი და ვერ ვხედავ სამოქმედო გეგმას, იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე აპირებს ამ საკითხების მოგვარებას. თუმცა ვისურვებდი, რომ ეს ასე მოხდეს. როგორც წესი, პასუხიმსგებლიანი ხელისუფლება ამ სიტუაციაში შესაბამის ნაბიჯებს დგამს, ხან ეკონომიკური გუნდი იცვლება, ხან მთავრობის მეთაური იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ მსგავსი რეალობის წინაშე აღმოჩნდეს ქვეყანა“, – განაცხადა დოლიძემ.

news
ავტ.: news აპრილი 6, 2015 15:28